ნინო კაბადოკიელი, შუშანიკი, აბო… აღაზა, ზვიადაური – “ქართული ოცნების” მიტინგზე ივანიშვილის გამოსვლას ლიტერატურული ჩანართების გარეშე არ ჩაუვლია

ბიძინა ივანიშვილი

ნინო კაბადოკიელი, შუშანიკი, აბო… აღაზა, ზვიადაური – “ქართული ოცნების” მიტინგზე ივანიშვილის გამოსვლას ლიტერატურული ჩანართების გარეშე არ ჩაუვლია.
“ოცნების” ლიდერმა განაცხადა, რომ ეს არის ის ღირებულებებია, რაც თითოეულ ქართველს ბადებს ევროპელად და საქართველოს აქცევს ევროპის ბუნებრივ ნაწილად.

“საქართველო – ვეფხისტყაოსნის ცივილიზაციაა, სადაც უცხოს მიღება და განსხვავებული კულტურების თანაარსებობა, დეკლარაციებით კი არ არის დანერგილი, არამედ ჩვენი იდენტობის ნაწილია.

ჩვენში ქრისტიანობა კაბადოკიელმა ნინომ შემოიტანა, რომელსაც სომეხმა შუშანიკმა, არაბმა აბომ და სპარსმა ევსტათიმ უერთგულეს” – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ქართულმა ბუნებამ დაბადა აღმოსავლეთ მთიანეთის პატარა სოფელში ევროპული მასშტაბის მოაზროვნე და ჰუმანისტი – ვაჟა-ფშაველა და სწორედ ამ ქართულმა ბუნებამ მისცა აღაზას, ზვიადაურის დატირების უფლება.

სწორედ ეს ბუნება, ეს ღირებულებებია, რაც თითოეულ ქართველს ბადებს ევროპელად და საქართველოს აქცევს ევროპის ბუნებრივ ნაწილად!

ამიტომ, ნურავინ იფიქრებს, რომ ჩვენ, ევროპაში ხელცარიელები ვბრუნდებით, ჩვენ ყოველთვის ჩვენი მნიშვნელოვანი წვლილი შეგვქონდა ევროპულ ცივილიზაციაში” – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

დაწერე კომენტარი