“ნინოს მხრიდან საჯარო განცხადების გაკეთება დიდი შეხდომა იყო” – რაც წერს ირინა სარიშვილი ნინო სუხიშვილზე

ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

” ძალიან მიყვარს ნინო სუხიშვილი და ძნელად წარმომიდგენია მისი ჰომოფობობა; არც გაეროს დიდი მოტრფიალე ვარ, მაგრამ ნინოს მხრიდან საჯარო განცხადების გაკეთება, ხაზს ვუსვამ – საჯარო, იყო დიდი შეცდომა და არ მიკვირს რომ იმ სამარცხვინო ფონზე, რაც ამ დღეებში კონოჩვენებასთან დაკავშირებით ხდებოდა, ეს საჯარო განცხადება გაეროს მხრიდან აღქმული იყო ამ სამარცხვინო პროცესის ნაწილად, სადაც სუბელიანს ქვები დაუშინეს, დავით ბერძენიშვილს აგინეს და თავს დაესხნენ და ა.შ.
ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ჩემი აზრით, ასეა” – წერს ირინა სარიშვილი.

დაწერე კომენტარი