ნიკო გვერდით დაუდგა მოსწავლეებსა და სკოლებს – მათ თავისივე შექმნილი პირველი ქართული პლატფორმა სრულიად უსასყიდლოდ შესთავაზა – მისი უსაზღვროდ მადლიერი ვართ- ნიკო კვარაცხელია გვერდით დაუდგა მოსწავლეებსა და სკოლებს – განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

ნიკო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ნიკო კვარაცხელიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და მის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს.

„ნიკო იმ ნათელი თაობის წარმომადგენელი გახლდათ, რომელზეც დგას თითოეული ჩვენგანისა და საქართველოს მომავალი. ქვეყნისთვის და ქართული განათლების სისტემისთვის ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდში, მაშინ, როდესაც, კორონავირუსის პანდემიის გამო, განათლების სისტემას დისტანციურ რეჟიმზე მოუხდა სწრაფი ადაპტირება, ნიკო კვარაცხელია გვერდით დაუდგა მოსწავლეებსა და სკოლებს ონლაინ სწავლებისთვის ალტერნატიულ საკომუნიკაციო საშუალებად თავისივე შექმნილი პირველი ქართული პლატფორმა Feedc Edu სრულიად უსასყიდლოდ შესთავაზა. ეს გახლდათ სოციალური პასუხისმგებლობის მართლაც უპრეცედენტო მაგალითი, რის გამოც მისი უსაზღვროდ მადლიერი ვართ. ნიკო კვარაცხელიას გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია სრულიად საქართველოსთვის“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

რეკლამა

დაწერე კომენტარი