ნიკა მელია „ქართული ოცნების“ პირისპირ – იმუნიტეტის შეწყვეტის შესახებ კენჭისყრას ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს

პარლამენტის სესიას, სადაც ნიკა მელიასთვის დეპუტატის მანდატის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღო, ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს. სხდომას „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები არ დაესწრებიან.

ნიკა მელია „ქართული ოცნების“ პირისპირ იქნება. ოპოზიციის წევრების თქმით, ეს თავად ნიკა მელიას სურვილი იყო.

“სიმბოლურია, რომ ნიკა მელია პირისპირ იქნება “ქართული ოცნების“ დეპუტაციასთან საბრლადებო სკამზე, მიტომ, რომ ეს არის პოლიტიკური სასმართლო, რომლის წინა სასამართლო პროცესი ვიცილეთ კომიტეტზე, სადაც კონკრეტულ მტკიცებულებებს ვითხოვდით. „ქართული ოცნების“ დეპუტატებს არ აინტერესებთ მტკიცებულებები, რადგან როგორც გავიგეთ, ივანიშვილს უთქვამს, რომ თუ არ მისცემენ ხმას, ან არ გამოცხადებიან ამ დარბაზში, ისინი წავლენ პარლამენტიდან. ეს არის სერგეი გავრილოვის დაკვეთა,“ – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინათინ ბოკუჩავამ.

„ევროპული საქართველოს“ წევრი, ოთარ კახიძე ამბობს, რომ საზოგადოების მოთხოვნები, რომელთა შორის შს მინისტრის გადადგომაა, ხელისუფლება ცდილობს, რომ გადაფაროს.  

„ყველაფერი გააკეთეს, პარლამენტში რომ ემსჯელათ, ჭიშკართან რაღაც ჩოჩქოლი იყო, რა შუაშია, როგორც არ უნდა ყოფილიყო მდგოამრეობა ჭიშკართან, ეს არ ამართლებს იმ ველურობას შს მინისტრის ქვემდებარე უწყების თანამშრომელთა სრულ სიმხეცეზე,” – აღნიშნა კახიძემ. 

ოთარ კახიძის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა ბიძინა ივანიშვილის ბრძანებებს ემორჩილებიან. 

„ასე ბრმად ივანიშვილის მონურად მორჩილმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა დეპუტატის პატიმრობას და ამით ხაზი გაუსვა, რომ ეს პირები პოლიტიკურ არარაობას წარმოადგენენ,“ – აღნიშნა კახიძემ.

დეპუტატი მამუკა ჩიქოვანიც მიიჩნევს, რომ ახლა პარლამენტში მიმდინარეობს ბიძინა ივანიშვილის დავალებისა და რუსეთის ხელისუფლების, გავრილოვის დაკვეთის შესრულება.

„ივანიშვილმა ამ უმსგავსო, უსირცხვილო ადამიანების ხელით, აღასრულებს ამ დავალებას, საბოლო ჯამში, ამ საღამოს, ალბათ, პატაკსაც გააგზავნიან, რომ ეს დავალება არის პირნათლად შესრულებული. ჩვენ გავრილოვის ფორმის სიის საბოლოო ფორმირებას გავაკეთებთ,“ – აღნიშნა ჩიქოვანმა.

„ევროპული საქართველო“ წევრი, ირმა ნადირაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტში მიმდინარე პროცესი არის სპექტაკლი. ნადირაშვილი ამბობს, რომ დარწმუნებულია, პარლამენტში არიან ადამიანები, რომლებიც ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შესაძლო შეჩერებას განიცდის.

 „ის, რაც ახლა ხდება დარბაზში, ეს არის სპექტაკლის გაგრძელება, რაც შეიძლება დაჩქარებული წესით, ნიკა მელია გაუშვან ციხეში…. ნიკა მელია, ჩემი აზრით, და ნებისმიერი პოლიტიკური პატიმარი, ციხეში იქნება უფრო თავისუფალი, ვიდრე „ქართული ოცნების“ ის დეპუტატები, რომლებიც ახლა ხელს მიაჭერენ ბიძინა ივანიშვილის თხოვნით ღილაკს და საპარლამენტო იმუნიტეტს შეუჩერებენ ნიკა მელიას,“ – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

პოპულარული

"ბიჭის ძმამ თავი მოიკლა, მამამ დარდს ვერ გაუძლო და სიცოცხლე შვილის საფლავზე დაასრულა" - ვინ არის 16 წლის მუშა, რომელიც დღეს მშენებლობაზე გარდაიცვალა
ღობით გაყოფილი სათამაშო მოედანი თბილისში "მდიდრების" და "ღარიბებისთვის" - "მშობელმა ვისაც ფული არ აქვს, როგორ აუხსნას შვილს, რატომ თამაშობენ სხვა ბავშვები უკეთეს პირობებში"
დღეიდან თამარ მეფის გამზირიდან გმირთა მოედნის მიმართულებით მოძრაობა 200 დღით გადაიკეტება
„20 ივნისი დარბევა არ ყოფილა... მოქალაქეებს ტყვია რომ მოხვდათ, შეიძლება ქვა ჰქონდათ მოხვედრილი, თავისი მხარდამჭერის მიერ“ - მომღერალი უცნობი (ვიდეო)
დაწერე კომენტარი