ნიკა მელიას საქმე და 20 ივნისის მოვლენები – პროკურატურაში მთავარ ვიდეომტკიცებულებებზე განცხადება გაკეთდა

ნიკა მელია

ვიდეომტკიცებულების სრული ვერსიის დეტალური ანალიზის შედეგად ჩანს, როგორ ცდილობდა ნიკანორმელია პარლამენტის შენობაში შეჭრის მიზნით, განხორციელებული ძალადობრივი აქტისთვის მოჩვენებითად მიეცა მშვიდობიანი ხასიათი, რაც მას, სავარაუდოდ, სისხლის სამართლებრივი პასუხიმგებლობის აცილების მიზნით სჭირდებოდა, – ამის შესახებ პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნეს.

პროკურატურის ინფორმაციით, ნიკანორ მელია, რეალური დანაშაულებრივი განზრახვის შესანიღბად, პერიოდულად იყენებდა ისეთ მოწოდებებს, როგორიცაა „ჩვენ უნდა შევიდეთ, მშვიდობიანად, ხელებაწეულები პარლამენტის შენობაში“ და ასე შემდეგ.

„ამავე მიზანს ემსახურებოდა ნიკანორ მელიას მოჩვენებითი მზაობა, მოლაპარაკების გზით ამოეწურა კონფლიქტი, რადგან მშვიდობიანი მოწოდების პარალელურად მოძალადეებმა რამდენიმე ადგილას მოახერხეს პოლიციური კორდონის გარღვევა, რასაც მოჰყვა კიდეც პოლიციელთა მხრიდან მოძალადეთა მოგერიების მიზნით სპეციალური საშუალებების გამოყენება“, – განაცხადეს პროკურატურაში.

მათივე ინფორმაციით, დაცვის მხარის მიერ საზოგადოებისთვის მიწოდებული ვიდეომასალა რეალურად არის ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულების განსხვავებული, დაცვის მხარისთვის სასარგებლო ინტერპრეტაცია და წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას ბრალდებულისთვის პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით.

„ეს ვიდეომასალა, რომელიც უტყუარად ადასტურებს ნიკანორ მელიას ბრალეულობას, მოიპოვა ბრალდების მხარემ და კანონის მოთხოვნათა დაცვით გადასცა დაცვის მხარეს. დაცვის მხარემ მასზე დაყრდნობით შექმნა ვიდეომასალის საკუთარი ვერსია და მცდარი საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად, განსხვავებული ინტერპრეტაციით მიაწოდა საზოგადოებას“, – განაცხადეს პროკურატურაში.

პოპულარული

რიკოთზე მომხდარი საზარელი ავარიის ვიდეოკადრები
გააგრძელებს თუ არა გიორგი გაბუნია "რუსთავი 2"-ზე მუშაობას - პაატა სალიას განცხადება
რუსებმა მამისონსა და როკის გვირაბში დესანტი გადასხეს
თსუ-ს საპატიო დოქტორი, რომელმაც სტრასბურგში რუსთავი 2-ს ვერდიქტი გამოუტანა, აფხაზეთს დამოუკიდებელ რესპუბლიკად მიიჩნევს
დაწერე კომენტარი