ნიკა მელიას სასამართლო 13 აპრილამდე გადაიდო

მელია

ენმ-ს თავმჯდომარის ნიკა მელიას სასამართლო 13 აპრილამდე გადაიდო.ცნობილი ხდება ისიც, რომ შემდგომ პროცესებზე მელიას დასწრების უფლება მიეცემა. მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მელიას პროცესებზე დასწრებასთან დაკავშირებით შუამდგომლობ დააკმაყოფილა.

პროცესზე ადვოკატებმა სხდომის პირდაპირი ეთერით ტრანსლირების შუამდგომლობაც დააყენეს, რაზეც მოსამართლისგან უარი მიიღეს. ჩახნაშვილის განმარტებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ახორციელებს გადაღებას და შესაბამისად, ინფორმაციის გავრცელება არ იზღუდება.

დაწერე კომენტარი