ნიკა მელიას პირველი კომენტარი მისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტაზე

ნიკა მელია

“არაფერი მოულოდნელი ამაში არ ყოფილა”,- ასე გამოეხმაურა “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ნიკა მელია მის მიმართ დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერების საკითხს.

როგორც მელიამ აღნიშნა, ივანიშვილს მის დაპატიმრებაში ხელი დეპუტატის უფლებამოსილებამ შეუშალა.

“არაფერი მოულოდნელი ამაში არ ყოფილა, 20 ივნისის მოვლენების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა მისი ზრახვები სისრულეში კარგად ვერ მოიყვანა ანუ ვერ დამაპატიმრა. ვინაიდან ხელი შეუშალა ჩემმა დეპუტატობამ”, – განუცხადა “მთავარს” ნიკა მელიამ.

ცნობისთვის, 88 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი – ნიკა მელიას დეპუტატის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა. ნიკა მელიას “ქართუ ბანკის” გაკოტრების საქმეზე 25 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. მელიას, ასევე 2 წლით და 3 თვით თანამდებობაზე მუშაობა აეკრძალა.

დაწერე კომენტარი