ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებს ნაქირავებ ავტომობილში რამდენიმე წყვილი ფეხსაცმელი, ტანსაცმელი და საკვები ჰქონდათ

ნიკა კვარაცხელია

22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულების დღევანდელ სასამართლო პროცესზე დღეს ის მოწმეები დაიკითხნენ, რომლებმაც ბრალდებულებს ავტომობილი მიაქირავეს.

cyc

ავტომანქანის მეპატრონის, ლელა კორახაშვილის ჩვენების მიხედვით, მან ავტომანქანა გაქირავების მიზნით იყიდა, გაქირავებას კი მისი ძმისშვილი ახდენდა.

კორახაშვილის ჩვენების თანახმად, ავტომანქანის დათვალიერებისას დაკავებულების პირადი ნივთები იპოვეს. კერძოდ, ორი წყვილი ბოტასი, სწრაფი კვებიდან გამოძახებული საკვები, ქუდი, ყავის ჭიქები და ა.შ.

საქმის პროკურორის გია შაიშმელაშვილის განცხადებით, ბრალდებულების მხრიდან ნაწილობრივ აღიარებასთან ერთად მათ საქმეზე საკმარისი მტკიცებულებები აქვთ მოპოვებული.

“მოწმეებმა დაადასტურეს, თუ როგორ მიაქირავეს ავტომობილი ბრალდებულებს, დაადასტურეს მათი ვინაობა, სასამართლოს სხდომის დარბაზში ამოიცნეს ერთ-ერთი ბრალდებული და მიუთითეს მასზე, რომ მან იქირავა ავტომობილი. ასევე მათ პირად ტელეფონში არსებული “ჯიპიარეს” მონაცემების დემონსტრირება, რომლის მიხედვითაც დადასტურდა, რა მარშრუტით და მიმართულებებით გადაადგილდებოდნენ ბრალდებულები ნაქირავები ავტომობილით.

ავტომობილში მომზადებული იყო საკვები, გამოსაცვლელი ტანსაცმელი”,- განაცხადა შაიშმელაშვილმა.

რეკლამა

დაწერე კომენტარი