“ნეტა გამოუშვან, თუ არ მოვკლა, მერე ნახავთ” – თემქაზე მოკლული ანა ნაცვლიშვილის მამა

ნაცვლიშვილის საქმე

კარნახის შესრულება კარგად შეგძლებიათ, – ასე მიმართა თემქაზე მოკლული ანა ნაცვლიშვილის მამამ, მამუკა ნაცვლიშვილმა დამოუკიდებელ ექსპერტს, ალექსანდრე გეჯაძეს.

როგორც მამუკა ნაცვლიშვილი განმარტავს, დაცვის მხარე ბრალდებულისთვის მუხლის გადაკვალიფიცირებას ცდილობს.

“ფული გადაუხადა ადვოკატმა და რასაც უნდოდა, იმას დააწერინებდა. ეს ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ 109-ე მუხლი 108-თი გადააკვალიფიცირონ. კითხვა დაუსვეს ექსპერტს და მაინც ვერ ათქმევინეს, რომელი ჭრილობა იყო სასიკვდილო, ბლაგვი საგნით მიყენებული ჭრილობა, თუ მჭრელი საგნით. ექსპერტმა ამაზე კატეგორიული პასუხი ვერ გასცა. ექსპერტი სასამართლოზე ძალიან ნერვიულობდა, წყალს სვამდა. ვუთხარი კიდეც მას, არასწორი დასკვნისთვის გიჩივლებ-მეთქი. ნეტა გამოუშვან, თუ არ მოვკლა, მერე ნახავთ. გრიპითაც რომ დაიღუპოს, იმასაც მე ვიბრალებ, მე მოვაკვლევინე-მეთქი”, – განაცხადა მამუკა ნაცვლიშვილმა.

სასამართლო პროცესი შესვენების შემდეგ კვლავ ექსპსრტ ალექსანდრე გეჯაძის ჩვენებით განახლდება.

თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილი 22 თებერვალს მოკლეს. მას ყელის არეში დანით რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული და ასევე დაზიანებები აღენიშნებოდა თავის არეში. პოლიციამ ნაცვლიშვილის მკვლელობის ბრალდებით ლადო გრიგალაშვილი მომხდარიდან მეორე დღეს დააკავა.

პოპულარული

სკანდალი ოქრუაშვილის სარჩელზე - "გაირკვა რომ ხალვაშის ხელმოწერა ნამდვილია... სამხარაული გაყალბებაზე უარს ამბობს..."
ჰაკერებმა რუსეთის ФСБ-ს სერვერი გატეხეს - გატანილია 7.5 ტერაბაიტი ინფორმაცია და გამჟღავნებულია საიდუმლო პროექტები
"დღეს საღამოს მხოლოდ იმის შემეშინდება, რომ როცა სტუდიაში მარტო შევალ, ცრემლებმა არ დამამარცხოს" - ეკა კვესიტაძე
"ამ კადრების მერე ვინმეს გამართლებას რომ შეეცდებით, რა უნდა გელაპარაკოთ" - მაკო გომური (ვიდეო)
დაწერე კომენტარი