ნეპოტიზმი საოლქო საარჩევნო კომისიებში – ოპოზიციის მტიკიცებით, ხელისუფლება არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება

ცესკო

ნეპოტიზმი საოლქო საარჩევნო კომისიებში – „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” კვლევის შედეგებს აქვეყნებს. საია-მ საარჩევნო კომისიებში არჩეული 73-ვე წევრის შესახებ ინფორმაცია შეისწავლა და დაასკვნა, რომ ყველა მათგანი მმართველი გუნდის წარმომადგენლის მეგობარი, ნათესავი ან ოჯახის წევრია.

ასეთი ფაქტები ჭიათურის, რუსთავის, მარტვილის, ზუგდიდის და წყალტუბოს კომისიებში გამოვლინდა. ექვს შემთხვევაში კი არჩეულ პირებს სუს-ისა და საარჩევნო კომისიის მაღალი თანამდებობის პირებთან ოჯახური, ნათესაური ან მეგობრული კავშირები აქვთ.

„გამოიკვეთა, რომ ხუთ შემთხვევაში იყო ნათესაური კავშირი, მაღალ თანამდებობის პირებთან საარჩევნო ადმინისტრაციაში, ხოლო ერთ შემთხვევაში სავარაუდო კავშირი სუს-ის მაღალი თანამდებობის პირთან. პრობლემა და ხარვეზი, რომელზეც ვსაუბრობთ, პირდაპირ საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით დარღვევას არ წარმოადგენს, მაგრამ სანდოობას და საარჩევნო ადმინისტრაციის იმიჯს კითხვის ნიშნების ქვეშ აყენებს,“- განაცხადა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ირმა პავლიაშვილმა.

საოლქო საარჩევნო კომისიებში შესაძლო ნეპოტიზმს ოპოზიციის წევრები გამოეხმაურნენ. მათი თქმით, ხელისუფლება არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება და ამიტომ ხდება კომისიების დაკომპლექტება ნათესაური კავშირით, მხარდამჭერებით და აქტივისტებით.

„ქართული ოცნება“ თამარ ჟვანიას, ცესკო-ს გამოყენებით, ქმნის გაყალბების მანქანას და არა პროფესიული ნიშნით დაკომპლექტებულ საარჩევნო ადმინისტრაციას, რომელმაც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები უნდა ჩაატაროს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ამომრჩეველი არჩევნებზე მივიდეს,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინათინ ბოკუჩავამ.

ოპოზიცია ამომრჩეველს საპრეზიდენტო არჩევნებში მისვლისკენ მოუწოდებს.

„ეს არის სისტემური პრობლემა, ამ პრობლემის წინაშე ვდგებით ყველა არჩევნების წინ, მუდმივად მისის საუბარი, რომ კომისიები არა პროფესიული ნიშნით, არამედ პარტიული ნიშნით ხდება მათი დაკომპლექტება,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი ტუღუშმა.

loading…

პოპულარული

"ვალების განულების გადაწყვეტილებას ამომრჩევლის მოსყიდვის უპრეცედენტო მასშტაბის სახე აქვს" - სამართლიანი არჩევნების სკანდალური კვლევა
„ივანიშვილი ძალიან კარგად ხვდება, რომ მისი ხელისუფლების დასასრული დაიწყო და ყველა უბედურების სხვისთვის გადაბრალებას ცდილობს“ - გიორგი ვაშაძე ექსპრემიერის ინტერვიუს აფასებს
"ხელისუფლებამ ეკონომიკის განვითარებაზე ზრუნვის ნაცვლად, სესხების გამცემ ორგანიზაციებთან ბრძოლა დაიწყო" - ზურაბ ჭიაბერაშვილი
აფეთქება სოფელ ხეთაში - დაშავებული 66 წლის ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა
"შავი სია წაიშლება, მაგრამ ბანკი ისე იოლად კრედიტს ვეღარ გასცემს, როგორც ადრე გასცემდა" - ფინანსთა მინისტრი
თურქეთში გაჩუქებული ძაღლი გამოიპარა და საქართველოში პატრონთან დაბრუნდა
"შავი სია" არ არსებობს - ვალების ჩამოწერის აფიორა და "დამალული" დეტალები
"აგვისტოს ომი გმირი დღეს დაკრძალეს, ხელისუფლებიდან არავინ ჩავიდა, რომ სამძიმარი ეთქვათ ცერცვაძის ოჯახისთვის"
ირინკა კავსაძემ "ცეკვავენ ვარსკვლავებში" ბებიის, ბელა მირიანაშვილის სახე გააცოცხლა (ვიდეო)
დაწერე კომენტარი