“ნეკნები მოტეხილი, ზეწარში გაახვიეს და ისე წაიყვანეს”- რას ყვება შატალოვას მკვლელობის საქმეზე დაკავებულის მეუღლე

ანასტასია

,,ნეკნები მოტეხილი, ზეწარში გაახვიეს და ისე წაიყვანეს” – ეს თბილისში გაზაფხულის ქუჩაზე სასტიკად მოკლული, ანასტასია შატალოვას მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებულის, ბიძინა ხასიას მეუღლის კომენტარია, რომელიც მან ,,ტვ პირველთან’ გააკეთა. 

ხასიას მეუღლის მტკიცებით, პოლიცია მისგან სასურველი ჩვენების მიღებას ძალისმიერი მეთოდების გამოყენებიტ ცდილობდა, ხოლო მის მეუღლეს, რომელიც ამჟამად დიღმის განყოფილებაშია გადაყვანილი სასტიკად გაუსწორდნენ. 

,,მეუბნებოდნენ, სად იყო შენი ქმარიო. ვუთხარი, რომ მთელი დღე ერთად ვიყავით, ახლა კი მეზობლებთან ავიდა-თქო.  რაღაც ვიდეო მაჩვენა, მკვლელიაო, მე ვუთხარი, სად ეს და სად ბიძინა-თქო, როგორც კი ეს ვთქვი, ტუჩებზე ხელი დამარტყა. ჩემი მეუღლე დალეწილი იყო. ნეკნები მოტეხილი, ზეწარში გაახვიეს და ისე წაიყვანეს”, – აცხადებს ხასიას მეუღლე. 

პოლიციელების მიერ ძალის გამოყენებაზე საუბრობს მეორე დაკავებულის, ბაჩუკი ლატარიას მეუღლეც. 

,,ჩემს მეუღლეს ფეხებს თავისა და ზურგის არეში ურტყამდნენ. მე კი მეუბნებოდა, გავჩერებულიყავი, თორემ ზედ დამაკლავდა. მას შემდეგ, რაც არ გავჩერდი, ცემა მეც დამიწყო. მგონი, იარაღის ჩადება უნდოდათ, საბოლოოდ ჩემი მეუღლის ჯინსის შარვალი წაიღეს” – აცხადებს ლატარიას მეუღლე. 

შეგახსენებთ, ანასტასია შატალოვა გასულ ღამეს, გაზაფხულის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს, მას 7 ჭრილობა აქვს მიყენებული. საქმეზე ამ დროისთვის ორი პიროვნებაა დაკავებული. 

რეკლამა

დაწერე კომენტარი