ნებიერიძემ ბავშვის მიმართ სექსუალური ქმედება განახორციელა და ეს მობილურით გადაიღო

გორში მოკლული 9 წლის მოზარდის საქმის პროკურორის პროკურორმა ნანა გუგუტიშვილის განცხადებით, ექსპერტიზით მოკლული გოგონას მიმართ ბრალდებულის მხრიდან სექსუალური ხასიათის ქმედება დასტურდება. ინფორმაციას ამის შესახებ ლიბერალი ავრცელებს.


პროკურორის თქმით, ბრალდებულმა იაგო ნებიერიძემ ტელეფონიდან დაკავებამდე წაშალა ჩანაწერი, რომელიც რომელიც არასრუწლოვანთან სექსუალურ ხასიათის ქმედებას ადასტურებს. პროკურორის თქმით, ჩანაწერი აღდგენილია.

„სასამართლომ გამოიკვლია არამხოლოდ ვიდეომასალა, არამედ ფოტომასალაც, ექპერტიზის დასკვნები, ნივთიერი მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება აღნიშნულ ბრალში იაგო ნებიერიძის დამნაშავეობა. ეს მასალა ექსპერტიზის შედეგად, იაგო ნებიერიძის მობილური ტელეფონიდან არის აღდგენილი. ჩანაწერში დაფიქსირებულია გარდაცვლილი ნანიკო ბერიაშვილი, ქმედება, რომელსაც იაგო ნებიერიძე მასთან მიმართებაში ახორციელებს და საუბარი. ეს არის იაგო ნებიერიძის მიერ გადაღებული ჩანაწერი. ის ამის გადაღებას მობილური ტელეფონიდან ახდენდა, მაგრამ დაკავებამდე წაშალა. აღნიშნული ჩანაწერი, როგორც უკვე მოგახსენეთ, ექსპერტიზის ფარგლებში აღდგა, გადაღების საათის და რიცხვის მიხედვით. ექსპერტიზის მიხედვით, ხმა, რომელიც ვიდეოში ისმის, ნამდვილად იაგო ნებიერიძისაა.” – განაცხადა პროკურორმა ნანა გუგუტიშვილმა.

გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილი 2018 წლის 25 ოქტომბერს სამართალდამცველებმა გარდაცვლილი იპოვეს. ბრალდებულ იაგო ნებიერიძეს დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობა და არასრულწლოვანთან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს.

პოპულარული

ქალწულის პერიოდი იწყება - რა გელოდებათ სასიყვარულო ურთიერთობაში
რა ხდება კურიერის "ნიუსრუმში" - დავით ქაშიაშვილი ვიდეოს ავრცელებს
„მე, დიანა ჯოჯუა, აფხაზეთიდან კრემლის მიერ გამოგდებული, ვერც ერთი მიზეზით, ვერ დავჯდები იმ ეთერში, რომელიც ამ ქვეყანაში კრემლის მთავარი მოსამსახურის ბიძინა ივანიშვილისაა“ - დიანა ჯოჯუა
21 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
დაწერე კომენტარი