ნახეთ ფოტო, რომელზეც ილია ჯიშკარიანი და თამთა თოდაძე მეგობრები არიან

ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული და სკანდალური ისტორიის ორი ფიგურანტი, ილია ჯიშკარიანი და თამთა თოდაძე ერთმანეთს დღემდე სხვადასხვა ბრალდებებს უყენებენ. 

ფოტო, სადაც ყოფილი თანამშრომლები და ახლა უკვე დაპირისპირებული მხარეები ერთად არიან  გადაღებული, „პრაიმტაიმმა“ ილია ჯიშკარიანის სოცქსელიდან მოიპოვა. „მეგობრული ფოტო“ ერთი წლის წინ, 2018 წლის 5 მაისს არის გადაღებული.

მათი ისტორია კი რამდენიმე კვირის წინ, მას შემდეგ გახდა საზოგადოების განხივლის თემა, რაც თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ ილია ჯიშკარიანი, მისმა თანაშემწემ სექსუალურ შევიწროვებასა და ფიზიკურ ძალადობაში საჯაროდ ამხილა და მისი კანონით დასჯა მოითხოვა.

ახალგაზრდა ქალის ბრალდების შემდეგ, ჯანმრთელობის გაუარესების გამო ჯიშკარიანი სტაციონარში მოათავსეს. თამთა თოდაძე კი დაზარალებულის სტატუსის მოპოვების მიზნით, ქალთა უფლებების დამცველებთან და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, აქციაც გამართა მთავარ პროკურატურასთან.თავად ილია ჯიშკარიანი ყველა ბრალდებას დღემდე უარყოფს. მას სჯერა, რომ გამოძიება სიმართლეს დაადგენს და მისი უდანაშაულობა დამტკიცდება. სასამართლომ თოდაძე დაზარალებულად ცნო, საკრებულოს დეპუტატს კი პროკურატურის შუამდგომლობით სასამართლომ ჯიშკარიანს 10 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. როგორც მისი უფლებადამცველი მარიამ კუბლაშვილი ამბობს, მისი დაცვის ქვეშ მყოფს სამსახურში სიარული და თანამშრომლებთან კონტაქტი აეკრძალა. 
primetime.ge

დაწერე კომენტარი