“ნახევარი თბილისი ჰიპოქსიითაა დაავადებული ჟანგბადის უკმარისობის გამო,ხალხო ვკვდებით და ვერ ვხვდებით!”-შაკო კუჭაშვილი

შაკო კუჭაშვილი

სამოქალაქო აქტივისტი შაკო კუჭაშვილი  ბოლო დროის ყველაზე გავრცელებულ პრობლემას, ჰაერის დაბინძურებას ეხმაურება.

მისი განცხადებით, ჰაერის დაბინძურებისა და  ტყვიის აღმოჩენის ფონზე ხელისუფლება  აუქმებს გარემოს დაცვის სამინისტროს.

“რამდენიმე წელია თბილისი ერთ-ერთი დაბინძურებული ქალაქია მსოფლიოში, ახლა ვიგებთ რომ ჰაერში ტყვიის შემცველობა დადასტურდა, ამდროს ხელისუფლება პასუხად აუქმებს გარემოს დაცვის სამინოსტროს. ბიუროკრატული ხარჯების შემცირება თუ უნდოდათ,გადმოსულიყვნენ ჯიპებიდან და ველოსიპედებით ევლოთ . ეს დამოკიდებულება შემაშფოთებელია, მით უფრო რომ დღეს თბილისსა თუ ბათუმში სამშენებლო ბუმია რაც ჰაერზე დამატებით ზეგავლენას ახდენს. აუცილებელია ავტომობილთა კატალიზირება, საწვავის ხარისხის კონტროლი და დამატებითო რეკრეაციული ზონების შექმნა, რაც არხდება, ან ხდება არახარისხიანად. როდემდე ვაპირებთ ასე ყოფნას? ნახევარი თბილისი ჰიპოქსიითაა დაავადებული(მათ შორის მეც) ჟანგბადის უკმარისობის გამო . აი ამ პროცეს ჰქვია ვკვდებით და ვერ ვხვდებით”-აღნიშნავს შაკო კუჭაშვილი.

პოპულარული

სკანდალი ოქრუაშვილის სარჩელზე - "გაირკვა რომ ხალვაშის ხელმოწერა ნამდვილია... სამხარაული გაყალბებაზე უარს ამბობს..."
ჰაკერებმა რუსეთის ФСБ-ს სერვერი გატეხეს - გატანილია 7.5 ტერაბაიტი ინფორმაცია და გამჟღავნებულია საიდუმლო პროექტები
"დღეს საღამოს მხოლოდ იმის შემეშინდება, რომ როცა სტუდიაში მარტო შევალ, ცრემლებმა არ დამამარცხოს" - ეკა კვესიტაძე
"ყველაფერი წინაა... ჩვენ გავიმარჯვებთ და სხვა ადგილიდან აუცილებლად ვიტყვით, დედამოტ*ნულო სვავო ჩვენ დავბრუნდით" - ნიკა გვარამია (ვიდეო)
დაწერე კომენტარი