“ნაწყენი ვარ მარინა ბერიძეზე რაა..ბოდიშს ვუხდი ახლა თქვენი საშუალებით… მიმატოვა მაგრამ მაინც მიყვარს”

თავიდან ეგონა რომ „რუსთავი 2“-დან ვიყავით და თბილისში შემდეგ ტურზე უნდა წაგვეყვანა. ვითარებაში რომ გაერკვა, დანანებით ჩაღუნა თავი. მალე მოვიდა ხასიათზე. ჟურნალისტები ძალიან მიყვარსო, ისე ჩამეხუტა, თუთქოს დიდი ხნის უნახავი ნათესავი ვყოფილიყავი. უნდოდა მოესწო და ყველაფერი ეჩვენებინა ჩვენთვის… ხან ლომბარდში წაგვიყვანა, სადაც დამლაგებლად მუშაობს, ხან მაღაზიებში, ყველგან უნდოდა ეჩვენებინა, რომ მასთან თბილისიდან ჟურნალისტები ჩამოვიდნენ. კარგი გიდობა გაგვიწია.

– გორთან ახლოს ვცხოვრობ, სოფელში. მარშუტკით მოვიდვარ ხოლმე სამსახურში. 30-50 თეთრი ღირს მარშუტკა. ხან მახდევინებენ ფულს მძღოლები, ხან არა. დღეში 3 ლარს მიხდიან დალაგებაში. მყოფნის. პენსიაც მაქვს 100 ლარი. ვუყვარვარ ხალხს, მეც მიყვარს ისინი…

– „რუსთვი 2“-ის პროექტში როგორ მოხვდი?

– გავიგე რომ ჩამოდიოდნენ და მოვედი. მინდოდა წარმატებას მიმეღწია და ბინა მომეგო. ძალიან ნაწყენი ვარ მარინა ბერიძეზე, მაგან ჩემი სახელი არ ახსენოს, როგორ ვეხვეწე, დაჩაგრული ვარ, გადამიყვანე-მეთქი…

– შენ თვითონ მოგეწონა შენი გამოსვლა?

– კი, მომეწონა. ყველაფერი მომეწონა, ერთი შეცდომა დავუშვი მარტო. არ უნდა მელაპარაკა საჯაროდ გოგიტა ქარელზე. ბოდიშს ვუხდი ახლა თქვენი საშუალებით. მიმატოვა მაგრამ მაინც მიყვარს.

– გადაცემის მერე გამოგეხმაურა?

– კი, დამირეკა, მოდი, მაღაზიაში უნდა გაგაგზავნოო.

– ასე გაგზავნის ხოლმე?

– კი, ზოგჯერ. მე უარი ვუთარი, თქვენ თვითონ ჩადით-მეთქი.

– სახლში ვისთან ერთად ცხოვრობ?

– მშობლებთან ერთად. პენსონერი მშობლები მყავს. ერთადერთი შემომტანი ოჯახში მე ვარ… მიყვარს სიმღერა, ბავშვობიდან ვმღერი. რუსული სიმღერებიც ვიცი.

– ვიცი რომ პეტრე კოლხთან მეგობრობ.

– კი, ჩამოდის ხოლმე ჩემთან ხშირად, მირეკავს. ძალიან მიყვარს. ეხლა გულის ოპერაცია გაიკეთა და ვგულშემატკივრობდი აქედან. შემპირდა ერთხელ თბილისში უნდა წაგიყვანოო და ველოდები.

– სხვა პროექტებში მიგიღია მონაწილეობა?

– კი, „გააცინე და მოიგეში“ ვიყავი და 100 ლარი მოვიგე. „იქსფაქტორშიც“ ვიყავი.

– მერე?

– ვიმღერე და წარმატებებს გისურვებთო, ასე მითხრეს… მაინც ნაწყენი ვარ მარინა ბერიძეზე რაა. ასე მითხრა „ფანოღში“ გამოდიო ან „ნიჭიერშიო“.

– რა გადაწყვიტე, უნდა გამოხვიდე?

– რატომაც არა, იქნებ იქ მივაღწიო წარმატებებს.

“პრაიმტაიმი”

loading…

პოპულარული

საქართველოს პატრიარქი საგანგებო მიმართვას ავრცელებს - ილია მეორე სასულიერო პირებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს
"თქვენ არ გაქვთ იდეალები და ფულის გარდა არაფერი გაერთიანებთ, ეს აგრესია გამოწვეულია იმით, რომ წინასწარ იცით სასტიკად დამარცხდებით"- გრიგოლ ვაშაძე ენმ-ს დეპუტატის ცემის ფაქტზე
„გრიგორიჩ დაგიძველდა ვირეშმაკული მეთოდები...“ - სააკაშვილი ივანიშვილს მიმართავს (ვიდეო)
სალომე ზურაბიშვილი მიმართვას ავრცელებს და მედიასაშუალებებს მისი განცხადებების ინტერპრეტაციაში ადანაშაულებს
ზეწოლა "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფზე" - ნატო ჩხეიძე მაღალჩინოსანთა გვარების დასახელებას აანონსებს
"სკოლიდან მოსულმა, ღირსებაშელახულმა რამდენიმე კითხვა დამისვა..." - ბულინგი მასწავლებლის მხრიდან ქუთაისის ერთ-ერთ სკოლაში
"ბევრი გოგო მწერს... იქნებ ვისთან ვწევარ იმწუთას, როცა შენ მწერ?" - გიორგი გასვიანი
გორის N1 სკოლის მოსწავლეები მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ (ვიდეო)
"მაქსიმეს მომხდარის გამო ბოდიშს მოუხდის... იმედი მაქვს გაკვეთილზე "კაპიშონით" აღარ იჯდება" - რა უთხრა მასწავლებელმა მშობელს შესაძლო ბულინგის შესახებ
დაწერე კომენტარი