ნაძალადევში 76 კორპუსს სახურავების რეაბილიტაცია ჩაუტარდა

ნაძალადევის რაიონში საცხოვრებელი კორპუსის სახურავების რეაბილიტაცია 76 მისამართზე დასრულდა, მათ შორისაა თემქის მე-10 კვარტლის 38-ე ა და ბ კორპუსები.

იზრუნე ჯანმრთელობაზე

პროექტის ფარგლებში, 1 477 კვ.მ ფართობზე შეიცვალა სახურავი. აღნიშნულ მისამართზე განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 50 228 ლარი გამოიყო. დასრულებული პროექტების საერთო ღირებულება 1 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, სახურავების რეაბილიტაცია კიდევ 11 კორპუსში მიმდინარეობს. თანადაფინანსებული პროექტების განხორციელება წლის ბოლომდე გაგრძელდება.

loading…
გააკეთე კომენტარი!