ნაძალადევში დევნილთა ჩასახლებაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

ნაძალადევი

თბილისის ზღვაზე დევნილთა ჩასახლებაში (ე.წ. კადეტთა კორპუსებში) ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება. ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, მე-3 და მე-4 კორპუსებში სადარბაზოების რემონტი მიმდინარეობს. სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე ადგილზე გაეცნო. გამგებელი ადგილობრივ მცხოვრებლებსაც შეხვდა და დაგეგმილი პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

„ბოლო ორი წლის განმავლობაში ამ ჩასახლებაში რამდენიმე პროექტი განვახორციელეთ. ვაგრძელებთ კორპუსების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას. ასევე უახლოეს პერიოდში ამ მისამართზე მოეწყობა რაიონში ყველაზე დიდი საბავშვო გასართობი მოედანი – კაუჩუკის საფარზე დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები, რასაც მრავალი წლის განმავლობაში ითხოვდა ადგილობრივი მოსახლეობა“, – განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა.

თბილისის ზღვაზე მდებარე დევნილთა ჩასახლებაში 2016-2017 წლებში, ნაძალადევის რაიონის გამგეობის თანადაფინანსებით, შეიცვალა კანალიზაციის შიდა ქსელი, ორ კორპუსში გარემონტდა სადარბაზოები, ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდა სპორტულ მოედანს. მიმდინარე და დასრულებული პროექტების საერთო ღირებულება 200 000 ლარზე მეტია.

loading…

პოპულარული

"თამბაქოს ბიზნესიდან წილი „ქართულ ოცნებაში“ უნდა წასულიყო..." - ახალი სკანდალური ჩანაწერი (ვიდეო)
"დაუძველდა ბორის ივანიშვილს ხრიკები, ყველა არჩევნების წინ რაღაც ჩანაწერებს აგდებს რომ გვინდა არეულობა, "პაკრიშკები," შეტაკებები" - მიხეილ სააკაშვილი
"სამარცხვინოა სრულიად, ყოველი არჩევნების წინ თავს ჭრის „ქართული ოცნება“ ყველა ძალოვან სტრუქტურას" - ნიკა გვარამია
"ნაცვლიშვილ-რამიშვილის მიერ შეიქმნა ფეიკ გვერდი, რომელიც ჩვენი საარჩევნო კამპანიის შესახებ ყალბ ინფორმაციას ავრცელებს" - გრიგოლ ვაშაძე
"ეს არის აგონიაში მყოფი ხელისუფლების გაუაზრებელი და უგუნური ქმედებები" - თინა ბოკუჩავა არეულობის ბრალდებებზე
კლინიკა „კურაციოში“ მე-6 სართულიდან ხალხით სავსე ლიფტი ჩავარდა
„აი, რატომ იხოცება ამდენი ბავშვი და არა მარტო ბავშვი !!! ვადიანი პროდუქტი აწყვია მაღაზიებში და ყარს!"- რა შემაშფოთებელი ინფორმაცია ვრცელდება „ფეისბუკზე“
"ცხოვრება შვილის სიკვდილის შემდეგ არ არსებობს... მე უბრალოდ დრო გამყავს" - მაია ასათიანი (ვიდეო)
გორში საჭმლის მოუმზადებლობის გამო 52 წლის მამაკაცმა მეუღლე ხის ჯოხით სცემა
დაწერე კომენტარი