ნაძალადევში მაღაროს ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ნაძალადევის რაიონი

ნაძალადევის რაიონში, მაღაროს ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, ქუჩაზე მოეწყობა სანიაღვრე ქსელი და მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა. მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო.

იზრუნე ჯანმრთელობაზე

„მაღაროს ქუჩაზე ჩვენი კონტრაქტორი კომპანია აქტიურ რეჟიმში მუშაობს – სანიაღვრე სისტემის მოსაწყობად იჭრება ტრანშეა, პარალელურად, მიმდინარეობს ბორდიურების მოწყობა. პროექტის დასრულების შემდეგ მოსახლეობა ისარგებლებს კაპიტალურად რეაბილიტირებული ქუჩით“, – განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა.

მაღაროს ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაკვეთით მიმდინარეობს. ქუჩის ფართობი 2 325 კვ.მ-ია. ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 265 513 ლარს შეადგენს.

loading…
გააკეთე კომენტარი!