ნაციონალების რეჟიმის დროს, სანდრო ჯეჯელავამ ნარმანია და ხადური პოლიტიკური ნიშნით თსუ-დან გაუშვა

2012 წლის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე თსუ-ში, პროფესორთათვის შესარჩევი კონკურსი ჩატარდა. „ნაცმოძრაობის“ საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე აკაკი ხელაძე გახლდათ (შემდგომში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი).ნუ იკითხავთ და კომისიის ერთ-ერთი წევრი, დღევანდელი განათლების მინისტრი და ვიცე-პრემიერი ალექსანდრე ჯეჯელავა გახლდათ.მაშინ, რამდენიმე პროფესორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა პოლიტიკური ნიშნით დაიწუნა.დაწუნებულ პროფესორთაგან, შემდგომში „ქართული ოცნების“ ორი ცნობადი სახე და თანამდებობის პირი გახლდათ: ყოფილი ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და ქ.თბილისის მერი დავით ნარმანია .„ნაცმოძრაობის“ მიერ 102 კაციდან – 12 კაცამდე დაყვანილ აკადემიურ საბჭოში (აკადემიური საბჭო სამეცნიერო ორგანოა, რომელიც უნივერსიტეტის რექტორს ირჩევს) იმყოფებოდა ადამიანი, სანდრო ჯეჯელავა, რომელიც იმ დროისთვის დოქტორანტიც კი არ ყოფილა.საოცარია, როგორ მოხდა, (ნეტავ ვისი უჩინარი ხელი ერია?) რომ კომისიის წევრმა, რომელიც დოქტორიც კი არ იყო, აირჩია სრული და ასოცირებული პოროფესორები და მხოლოდ ამის შემდეგ გაუჩნდა სურვილი, რომ დოქტურანტურაში ესწავლა. ცნობისათვის, ნარმანია და ხადური, თსუ-ში მხოლოდ “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში  მოსვლის შემდგომ აღადგინეს.

cyc

 

წყარო:”თბილისი 24″ 

 

რეკლამა

დაწერე კომენტარი