“ნაციონალების” პროვოკაციულმა გამოსვლებმა პროპორციული სისტემის მოწინააღმდეგეების რიცხვი გაზარდა

მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს და მაჟორიტარების ამბოხებას ნაციონალურ ოპოზიციის განცხადებებს უკავშირებს.

მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობის პროვოკაციულმა განცხადებებმა, იმ დეპუტატების რიცხვი გაზარდა, ვინც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის წინააღმდეგია.

“რომ ვთხოვთ, რომ მოდით დავანებოთ თავი ამ არარეალურ რიტორიკას და დემაგოგიას და პროვოკაციებს თავი. ნუ თუ იმაზეა საუბარი, რომ უნდა ეძახო, რომ გაიძულე და შენ არავინ არ ხარ და მაჟორიტარებს სუბიექტური ინტერესები აქვთ და ამიტომ აკეთებენ ამას. ეს არის დამაზიანებელი და უფრო აღიზიანებს ამ ხალხს. ჩვეულებრივი ადამიანები არიან და მერე რა რომ უმრავლესობის წევრები არიან, ხომ არ არიან რკინის. აქვთ ემოციები, წარმოდგენები, არგუმენტები და ახმოვანებენ ამ არგუმენტებს. არ უნდა გავაღიზიანოთ დამატებით”- ამბობს მამუკა მდინარაძე.

მედია დაინტერესდა, მიდიან თუ არა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ის დეპუტატები, რომლებიც კანონპროექტს უპირისპირდებიან, რაზეც მდინარაძემ თქვა, რომ – არა.

“არც პარტიის წინააღმდეგ მიდიან. სწორედ ამიტომ იყვნენ ისინი კენჭისყრის გადადების მომხრეები. ისინი ჩვენს დარწმუნებას ცდილობენ მაგრამ რეალურად ისინი თავად უნდა დარწმუნდნენ რომ პროპორციული სისტემა უალტერნატივოა ამ შემთხვევაში”- აღნიშნავს მდინარაძე.

loading...

პოპულარული

რა ღირს ლარი დღეს - ოფიციალური კურსი
ამცირებს თუ არა BCG ვაქცინა კორონავირუსის რისკს – რას აცხადებს პაატა იმნაძე
COVID 19-ით ინფიცირებული პაციენტი ინფექციური კლინიკიდან ორმხრივი პნევმონიის დიაგნოზით, ტესტირების გარეშე გაუშვეს ?!- ახალგაზრდა სკანდალურ დეტალებს ყვება
"კორონავირუსით ინფიცირებული ახალგაზრდა და მეზობლების დაავადების მაღალი რისკი" - თერჯოლა სავარაუდოდ, საკარანტინე ზონად გამოცხადდება
დაწერე კომენტარი