ნაცვლად იმისა, რომ დააკავონ ის კრიმინალები, რომლებიც ძალადობენ, აკავებენ რიგით ადამიანებს – კობა ნაყოფია

გერთიანებული ოპოზიციის ორი მხარდამჭერი დაკავებულია. ისინი ზუგდიდში პოლიციის მთავარ სამმართველოში არიან გადაყვანილები. მათი დაკავების მიზეზი ამ დროისთის, უცნობია.

საკითხის გასარკვევად პოლიციის შენობასთან იმყოფება კობა ნაყოფია. მისი თქმით, არჩევნები საკმაოდ რთულ პირობებში მიმდინარეობს.

კობა ნაყოფია ამბობს, რომ საარჩევნო პროცესი, ამომრჩეველზე ზეწოლის, დაშინების და მოსყიდვის ფონზე მიმდინარეობს.

„მიზეზი არ ვიცი, ზუსტად, ამ მიზეზის გასარკვევად მოვედი. მოვედი იმის გასარკვევად, თუ რატომ დააკავეს და რა დააშავეს ამ ადამიანებმა, ეს მაინტერესებს, პირველ რიგში. დარწმუნებული ვარ, რომ არაფერი. ნაცვლად იმისა, რომ დააკავონ ის კრიმინალები, რომლებიც ძალადობენ, რომლებიც აშინებენ ხალხს, რომლებიც მოსყიდვით არიან დაკავებული და ა.შ. აკავებენ ჩვეულებრივ, რიგით ადამიანებს. ვდგავარ რამდენი ხანია, ზღუდავენ ჩემს უფლებებსაც და არღვევენ კანონს. მე, როგორც პარლამენტის წევრს, არ მიშვებენ პოლიციის შენობაში და ველოდები, სანამ გამოვა მათი წარმომადგენელი,“ – განაცხადა კობა ნაყოფიამ.

არსებული მძიმე ფონის მიუხედავად, კობა ნაყოფია დარწმუნებულია, რომ დღევანდელ არჩევნებში ღირსეული კანდიდატი გაიმარჯვებს.

ზუგდიდში პოლიციის მთავარი სამმართველო „ქართული ოცნების“ იმ აქტივისტმა დატოვა, რომელიც ფიზიკურად გაუსწორდა ანი წითლიძეს.

პოპულარული

გია სურამელაშვილის მოულოდნელი გადაწყვეტილება - მომღერალი სცენას ტოვებს
„რაც მოხდა ვხვდები, მაგრამ მინდა ბოლომდე მასე არ იყოს“ – სკანდალური აუდიო ჩანაწერი გიორგი შაქარაშვილის საქმიდან
შაქარაშვილის საქმის სკანდალური გაგრძელება: პროკურატურამ შეცდომით პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები გადმოგვცა - ადვოკატი
სასიხარულო ინფორმაცია - ლიფტის შახტაში ჩავარდნილი 6 წლის ბიჭი, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, გონს მოვიდა
დაწერე კომენტარი