“ნატო უკან არ დაიხევს – საქართველო გახდება ალიანსის წევრი”

იენს სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ალიანსი რუსეთს არ შეუშინდება და უკან არ დაიხევს. გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ნატო გააგრძელებს საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერას იმ საკითხებში, რომელიც შეეხება ქვეყნების ალიანსში გაწევრიანებას.

„საქართველო აუცილებლად გახდება ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი”-თქვა სტოლტენბერგმა.

საერთაშორისო საკითხებში პოლიტიკური ექსპერტი კორნელი კაკაჩია მიიჩნევს, რომ მის განცხადებასში არ ყოფილა არაფერი კონკრეტული ნათქვამი, ხოლო ასეთი ფრაზები საქართველოს ამ წლების განმავლობაში არაერთხელ გაუგია.

ეს განცხადება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა გააკეთა ვაშინგტონში ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მრჩეველ ჯონ ბოლტონთან შეხვედრის შემდეგ.

კორნელი კაკაჩიამ განაცხადა, რომ ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგის სიტყვები კიდევ ერთხელ განმარტავს ალიანსის პოზიციას საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით.

„შეხვედრაზე იენს სტოლტენბერგს დაუსვეს შეკითხვა საქართველოსთან დაკავშირებით და ამის პასუხად გააკეთა მან ეს განცხადება. პრინციპში, აქ სიახლე არაფერია. უბრალოდ, მან კიდევს ერთხელ დააფიქსირა ნატო-ს პოზიცია, რომლის თანახმადაც, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია მხარს უჭერს საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანებას ალიანსში და ნატო-ს კარი ღიაა ახალი წევრებისთვის. თუმცა, აქ მას არაფერი კონკრეტული არ უთქვამს – არ თქმულა როგორ ან როდის გახდებიან ქვეყნები ნატო-ს წევრები. მსგავსი განცხადებები ჩვენ მანამდეც გაგვიგია”, – ამბობს კაკაჩია.

„რეზონანსთან” საუბრისას ექსპერტმა შეაფასა ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადება რუსეთთან მიმართებით.

„დათმობებზე უარის თქმისას, სავარაუდოდ, გენერალური მდივანი გულისხმობდა იმას, რომ რუსეთს უნდა ნატო-სგან აღმოსავლეთ ევროპაში თავისი გავლენის სფეროების აღიარების მიღება და ცდილობს მიაღწიოს იმას,რომ ალიანსი აღარ გაფართოვდეს, ხოლო ნატო და დასავლეთის წამყვანი სახელმწიფოები ამის კატეგორიული წინააღმდეგნი არიან.

„რუსეთს ნატო-სთან და დასავლეთთან ურთიერთობის დაწყება სურს ახალი კურსიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ მის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები უნდა აღიაროს დასავლეთმა და შემდგომ დაიწყება ალიანსსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გაუმჯობესება.

“მოსკოვის სურვილი ასეთია, მაგრამ ბუნებრივია, რომ ეს არარეალურიფ, იქიდან გამომდინარე, რომ ნატო, ისევე, როგორც სხვა დასავლური ქვეყნები, პატივს სცემენ საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, რომელიც უხეშად იქნა უგულებელყოფილი რუსეთის მიერ სხვადასხვა შემთხვევებში, მათ შორის, საქართველოშიც და უკრაინაშიც. ისინი ამ ფუნდამენტური პრინციპების წინააღმდეგ ვერ წავლენ და სწორედ ეს არის რუსეთის ხელისუფლებასა და დასავლეთს შორის განხეთქილების ერთერთი მიზეზი”, – დასძინა კაკაჩიამ.

“რეზონანსი”

loading…

პოპულარული

„ცდილობენ პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინებას, ნორმალური პარლამენტი რომ გვქონდეს უკვე გადაყენებული იქნებოდა მთავრობა“ - გრიგოლ ვაშაძე 
"ამაზე თქვენ ძალიან მალე პასუხი მოგეთხოვებათ. უხელფასო დამნაშავედ ვარ დანიშნული" - პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე ბრალდებული
პრემიერის უარი პრეზიდენტს მთავრობის საგანგებო სხდომის მოწვევაზე - კონსტიტუციონალისტები ბახტაძის იმპიჩმენტზე საუბრობენ
„მინდა ვაღიარო მარტო ერთი რამ - ბავშვობაში მეზობლის ფანჯარა ჩავამტვრიე და დღესაც არ იციან ეს“ - შიუკაშვილი სასამართლო პროცესზე
ზურაბიშვილს 5 დღეში 544 144 ლარი შესწირეს
"შეურაცხყოფა ხელისუფალისგან არ მომითმენია და იასამნისფერ წვერიანი კაცისგან მოვითმენ?!" - ლალი მოროშკინა გოჩა ჩერტკოევს უპირისპირდება
"ბათუმის ერთ-ერთ კერძო ბაღში ბავშვმა ბავშვი მძიმედ დაკბინა... მასწავლებელმა და დირექტორმა ფაქტი მშობელს დაუმალა"
"სკანდალი - ციხის თანამშრომელი, რომელმაც მირზა სუბელიანის ჩანაწერი თავის თავზე აიღო გუგული მაღრაძის დისშვილია"
"თურქმა მესაზღვრემ პასპორტი სახეში მესროლა"- რა ინციდენტი შეემთხვა საქართველოს მოქალაქეს საზღვარზე
დაწერე კომენტარი