“ნატო ითხოვს, რომ შეიარაღებისთვის ბიუჯეტიდან 20% იყოს გათვალისწინებული, რასაც ვაჭარბებთ”- ლევან იზორია

ლევან იზორია

თავდაცვის მინისტრი დღეს პარლამენტს 2018 წლის ანგარიშს წარუდგენს. ლევან იზორია უკვე მივიდა საკანონმდებლო ორგანოში. მინისტრის განცხადებით, თავდაცვის სამინისტროში უკვე მოხდა ოპტიმიზაცია, რის შემდეგაც ადმინისტრაციული და სახელფასო ხარჯი 65%-დან 53%-მდე შემცირდა.

იზორიას თქმით, ამ ცვლილებით 2018 წლის სახელფასო ბიუჯეტი ნატოს სტანდარტს მიუახლოვდა – პარალელურად, გაიზარდა შეიარაღების შესყიდვის ხარჯები.

,,გვაქვს მნიშვნელოვანი წარმატებები, რითაც მკაფიოდ და კონკრეტულად შემიძლია ვთქვა, რომ ვაკმაყოფილებთ ნატოს სტანდარტებს. კერძოდ ჩვენ ოპტიმიზაცია დავიწყეთ იმ მიზნით, რომ თანხები მიგვემართა უმეტესწილად, თავდაცვისუნარიანობის შეიარაღების გასაძლიერებლად ამ თვალსაზრისით სახელფასო ხარჯების 53% მიემართება მხოლოდ ხელფასებსა და სოციალურ დახმარებებზე, რაც არის ნატოს სტანდარტი.“-ამბობს იზორია.

თავდაცვის მინისტრმა ჯაველინების შეძენის საკითხზეც ისაუბრა. მისი თქმით, ჯაველინების შეძენის შემდეგ უკვე დასრულდა ანტისაჰაერო სისტემის შესყიდვაზე მოლაპარაკებების პირველი ფაზა საფრანგეთთან.

,,მივმართეთ დიდწილად თანხები შეიარაღებაზე კერძოდ, იცით,რომ თავდაცვის ბიუჯეტი უნდა აკმაყოფილებდეს მთლიანი შიდა პროდუქტის 2%, რასაც ვაკმაყოფილებთ, შეიარაღებისთვის ნატო ითხოვს, რომ ამ ბიუჯეტიდან 20% იყოს გათვალისწინებული, რასაც ვაჭარბებთ და ეს არის ისტორიული მოვლენა, ისტორიული მოვლენაა, რომ წელს შევიძინეთ ტანკსაწინააღმდეგო სისტემები, ჯაველინების სისტემაზეა საუბარი, ვასრულებთ, საფრანგეთთან ანტისაჰაერო სისტემის შეძენას, რომელიც პირველი ფაზით იყო გათვალისწინებული და გადავდივართ მეორე ფაზაზე,“-განაცხადა იზორიამ

პოპულარული

" მეზიზღებით! დამალეთ ეს ქვეყანა !"- ქართველი გოგონას მწვავე წერილი საოცნებო ამერიკიდან
"პატიება არ გაბედოთ, მობრწკენაზეც გქონდეთ უმწვავესი რეაქცია... ჩაუჯექით პატრულს მანქანაში და არ გამოხვიდეთ სანამ არ გამოკეტავთ ციხეში!" - ნანუკა გულუა ხაშურში მომხდარ დაჭრაზე
რა გელოდებათ აპრილში ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით? - ასტროლოგიური პროგნოზი
"ბედის ირონიაა, მდინარაძე რამდენიმე პიროვნებას ჩემს შესახებ წერდა მესიჯს და შემთხვევით ჩემთან გამოეგზავნა"- ბესელია
დაწერე კომენტარი