ნატო გელაშვილი მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ ოჯახებს ორასლარიან ვაუჩერებს აჩუქებს

nato

მომღერალმა და კომპოზიტორმა ნატო გელაშვილმა გამოაქვეყნა პოსტი, სადაც წერს, რომ რამდენიმე მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ, გაჭირვებულ ოჯახს დაეხმარება და მათ საკუთარი ფონდიდან 200-ლარიან ვაუჩერებს გამოუყოფს.

„მე, როგორც ამ ქვეყნის შვილმა და ერთ-ერთმა თქვენგანმა, მინდა ჩემი წვლილი შევიტანო ჩემი ქვეყნისა და ხალხის თავზე მოვლენილი განსაცდელის დასათმენად და სახლში დარჩენილ 10 სოციალურად დაუცველ და 5 მრავალშვილიან თითოეულ ოჯახს ნატო გელაშვილის საქველმოქმედო ფონდიდან გამოეყოს 200-ლარიანი ვაუჩერი…

უფალმა გამძლეობა მოგვცეს ყველას დაუდგეთ ერთმანეთს გვერდით მიყვარხართ და მინდა ჩემმა ხალხმა მალე დაძლიოს ეს მოვლენილი განსაცდელი და გაბრწყინდეს და აღორძინდეს მარიამ ღვთიშობლის წილხვედრი ჩვენი ქვეყანა.

გთხოვთ კომენტარებში დატოვოთ იმ სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახების ინფორმაციები(სახელი გვარი.. პირადი ნომერი და ანგარიშის ნომერი..)

აუცილებელია ვიდეო მასალა რომელიც დაადასტურებს დასახმარებელი ოჯახების მდგომარეობას საჯაროდ, რომლებიც საჭიროებენ ამ ღრმა კრიზისში გადაუდებელ დახმარებას…

უფალს ვებარებოდეთ… ყველაფერი კარგად იქნება“,- დაწერა ნატომ სოციალურ ქსელში.

loading...

პოპულარული

ინფიცირების სამი ახალი შემთხვევა და 16 გამოჯანმრთელებული - საქართველოში COVID-19 მარცხდება
კალაძის ორმაგი სტანდარტი - "ოცნების" მსხვილ შემომწირველ კომპანიას 7 წელიწადში ბიუჯეტიდან 160 ლარი გადაუხადეს, აქედან 8 მილიონი ტენედრში გარეშე
დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს - გამყრელიძე შეზღუდვების მოხსნაზე საუბრობს
"ქამრით მცემდა, მერე ჩემთან სექსუალურ კავშირს ამყარებდა... ჩემს 4 წლის შვილს ახრჩოდა" - ახალგაზრდა ქალის უმძიმესი ისტორია, რა პრეტენზია აქვს მოქალაქეს სამართალდამცავებთან
15 წლის მოზარდის თვითმკვლელობის ხმაურიანი საქმე - ლუკა სირაძის საქმეზე დაკავებული გამომძიებელი შესაძლოა გაათავისუფლონ
პრემიერის გამოსვლამ შს მინისტრს ძილი მოჰგვარა - კადრი პარლამენტიდან
29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი იხსნება
"ქამრით მცემდა, მერე ჩემთან სექსუალურ კავშირს ამყარებდა... ჩემს 4 წლის შვილს ახრჩოდა" - ახალგაზრდა ქალის უმძიმესი ისტორია, რა პრეტენზია აქვს მოქალაქეს სამართალდამცავებთან
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
დაწერე კომენტარი