„ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ ანგარიში

გიორგი ალიბეგაშვილი „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ წლიური ანგარიშის წარდგენას დაესწრო

cyc

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ წლიური ანგარიშის წარდგენას დაესწრო, რომელიც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ გახსნა.
ღონისძიებაზე ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ქეთი ჩაჩავამ 2016 წლის ანგარიშის წარადგენისას საინფორმაციო ცენტრის მიერ გასული წლის განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრა და მოწვეულ სტუმრებს 2017 წლის პრიორიტეტები გააცნო.
ანგარიშს სამთავრობო და არასამთავრობო უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

რეკლამა

დაწერე კომენტარი