შს სამინისტრომ სენაკში განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება

ნარკოტიკი-შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სენაკში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1963 წელს დაბადებული ზ.ე. დააკავეს.

ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, 2 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი, ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალების 30 აბი და 24 ნატეხი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

პოპულარული

15 წლის შალვა, რომელიც გაჭირვების გამო შიმშილობდა და მისი თვითმკვლელობა, ხელისუფლება კი ხელფასებს იზრდის (ვიდეო)
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ლაზარეს შაბათს აღნიშნავს
„4 ლარი უნდა დახარჯო დღეში გამოკვებისთვის, ეს დაახლოებულია რეალობასთან“- ზაქარია ქუცნაშვილი (ვიდეო)
20 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
დაწერე კომენტარი