“იესოს და მის დედას, ბევრად უფრო ნაკლები დამცველი ჰყავს საქართველოში, ვიდრე პუტინს და მის დედას” – გაბუნია

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილმა წამყვანმა გიორგი გაბუნიამ პუტინის გინების შემდეგ საჯაროდ პირველად ილაპარაკა.

„რა მოხდა იქ, როდესაც პუტინი ვახსენე ცოტა სხვანაირად. რეალურად ეს იყო იმის გაგრძელება, რაც მოხდა რუსთაველის გამზირზე. მოწმენდილ ცაზე ამას არ გავაკეთებდი. ბევრჯერ მკითხეს, მიმაჩნია, თუ არა, რომ ეს შეცდომა იყო და ბოდიში უნდა მოვიხადო? არა! არ ვაპირებ ბოდიშის მოხდას პუტინის გინების გამო“, – თქვა გიორგი გაბუნიამ.

როგორც ტელეწამყვანი ამბობს, ხშირად ელაპარაკებიან იმის შესახებ, რომ მან მშობლების საფლავი ახსენა.

„მესმის, რომ ძალიან მძიმეა, მაგრამ ამ მომენტში მახსენდება ის საფლავები, რომლებიც რუსმა ჯარისკაცებმა შეგნებულად შეურაცხყვეს. შეგნებულად მიჰყავდათ ანწუხელიძე და სადღაც კი არ მოკლეს, არამედ საფლავებზე დააკლეს. რომელი უფრო დიდი შეურაცხყოფაა, ის, რაც გააკეთეს რუსებმა ქართველების საფლავებზე თუ ის, რაც გავაკეთე მე, ერთმა ჟურნალისტმა ეთერით. მე არ ვნანობ, რაც გავაკეთე, სწორედ, იმ შედეგიდან გამომდინარე, რაც ამას მოჰყვა“, – აღნიშნავს გაბუნია.

გაბუნია ამბობს, რომ მან აგინა პუტინს და ამით ყველას სათქმელი თქვა.

“მე ვთქვი, მთელი საქართველოს სათქმელი . ამის თქმა ყველას უნდა კი არა, ამას ყველა ამბობს.

ხალხი მიიჩნევს, რომ ჩვენ შეგვიძლია ამის თქმა ქუჩაში, მაგრამ არა ტელევიზიაში. იმიტომ რომ ხალხი დაშინებულია ” – ამბობს გაბუნია.

ჟურნალისტა აღნიშნა, რომ ამ ამბების შემდეგ კარგად დაინახა ის, რომ პუტინის დედას საქართველოში, უფრო მეტი დამცველი ჰყავს იესოს დედას”

“ხომ ვბაქიბუქობთ და ვამბობთ, რომ მორწმუნეები ვართ, დავინახე, ის, რომ

იესოს და მის დედას, ბევრად უფრო ნაკლები დამცველი ჰყავს საქართველოში, ვიდრე პუტინს და მის დედას.

პუტინზე და მის დედაზე რაც მოხდა, ვითომ ხო იცავდნენ იესოს და ღვთისმშობელს ჩემგან , თან წილხვედრი ქვეყანა ვართ არ დაგავიწყდეთ. ბევრად უფრო ნაკლები აგრესია გამოიწვია ამან. მე გავაკეთე ის ეკრანიდან, რასაც ამბობს ყველა .

მე ვთქვი ყველას სათქმელი, ამიტომ ეს არ იყო შეცდომა , ერთი წამითაც არ მიფიქრია ბოდიშის მოხდა ამისთვის” – თქვა გიორგი გაბუნიამ.

პოპულარული

"მივლინების დროს სექსით გარდაიცვალა..." - შალვა ნათელაშვილი
15 სექტემბერის ასტროლოგიური პროგნოზი
ამერიკაში ქართველი მეცნიერ-გამომგონებელი მოკლეს - მკვლელობაში ეჭვმიტანილი 28 წლის მამაკაცი ერიკ კრავჩუკია
თენგიზ კიტოვანს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს (ვიდეო)
დაწერე კომენტარი