ნათია მეზვრიშვილის გადადგომა შესაძლოა გიორგი გახარიას გადადგომის წინაპირობა იყოს – ხუხაშვილი

ხუხაშვილი

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი არ გამორიცხავს, რომ ნათია მეზვრიშვილს გადადგომა, პრემიერ გიორგი გახარიას შესაძლო გადადგომის წინაპირობა იყოს.

“დღის სტუმარში” საუბრისას ხუხაშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს არ მოსწონს პრემირმინისტრის ავტორიტეტი საზოგადოებაში და არ არს გამორიცხული მისი შეცვლაც მალე დადგეს დღის წესრიგში 

ვერსიები ბევრი შეიძლება იყოს. ერთ ერთი ვერსიით ნათია მეზვრიშივილის გადადგომა შესაძლოა უკავშირდებოდეს გახარიას მომავალში, შესაძლო გასვლას მთავრობიდან.

მე ამას არ ვამტკიცებ, მაგრამ გამომდინარე ბიძინა ივანიშვილის ხასიათიდან, რომელიც თავის ირგვლივ მხოლოდ მსახურებას ითხოვს, კი ბატონო გახარიაც ემსახურება, მაგრამ გახარიას აქვს გარკვული ავტორიტეტი საზოგადოებაში, რაც ბუნებრივია ბიძინა ივანივიშვილს მაინცდამიანც არ მოსწონს და ვერ გამოვრიცხავ რომ რაღაც ესეთის პრეისტორია იყოს” ამბობს ხუხაშვილი. 

დაწერე კომენტარი