“ნათია და მამაჩემი 10 დღის წინ ფარულად დაქორწინდნენ” – გერის მკვლელობაში ბრალდებულის შვილი

25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის ვეფხია ბაქრაძის შვილები აცხადებენ, რომ ბაქრაძის შეწყალების თხოვნით საქართველოს პრეზიდენტს თავად მოკლულის დედამ მიმართა.

ბრალდებულის ოჯახის წევრები ადასტურებენ, რომ 2015 წელს მან იძალადა მეუღლეზე, თუმცა ოჯახის მტკიცებით, ნათია გოგაძეს კომუნიკაცია ყოფილ ქმართან ციხეში ყოფნის პერიოდშიც და იქიდან გამოსვლის შემდეგაც ჰქონდა.

„გახარებულმა მითხრა, რომ ნათიამ დამიწერა შეწყალების თხოვნაო, იქაც მაკითხავდა და ფულსაც მირიცხავდაო, მაგრამ თაკომ არ მინდა რომ გაიგოსო. ბოლოს რომ დაწერა იმ ადამიანმა ვის გამოც იჯდა მერე გამოუშვეს,“-ამბობს ლიკა ბაქრაძე.

ბრალდებულის შვილები აცხადებენ, რომ 10 დღის წინ ნათია გობაძემ და ვეფხია ბაქრაძე ოფიციალურად დაქორწინდნენ და ისინი ერთად ცხოვრებას გეგმავდნენ. ბრალდებულის შვილები აცხადებენ, რომ მათ არ აქვთ ინფორმაცია რა მოხდა მკვლელობის დღეს.

„მე რა შუაში ვარ. მე და თაკო ახლოს ვიყავით, იმის გამო რომ მე მკვლელის შვილი მეწოდება იქ ვერ უნდა ჩავიდე?

როგორც გავიგე ერთად იყვნენ, ხელიც მოაწერეს იუსტიციის სახლში და ამას რატომ არ ამბობენ. როცა ფაქტი დევს. ერთად ცხოვრობდნენ“-ამბობს მარიამ ბაქრაძე.

ბარნოვის ქუჩაზე მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 1972 წელს დაბადებული ბაქრაძე 2015 წელს ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით იყო დაკავებული, პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე სასჯელი გაუნახევრდა და საპატიმრო დაწესებულება ვადაზე ადრე, 2017 წლის 25 მაისს დატოვა, – ამის შესახებ 14 აპრილს შსს-ში გამართულ ბრიფინგზე შინაგან მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

loading…

პოპულარული

"უნდა დაგილეწოთ ყველას თავ-ყბა" - ირმა ინაშვილმა ნიკა მელიას ცემა სცადა (ვიდეო)
"დიდ დიღომში ამოვიდა 21 ნომერში. მძღოლმა, თუ შავი ძაღლია გაანებე ეგ საბურთალოზე ჩადისო"
"ინაშვილს ირმა კი არა მინიმუმ რუსლანი უნდა ერქვას" - შალვა ნათელაშვილი
"მე ვარ ქალი და კაცზე არასდროს ავწევ ხელს“ - ირმა ინაშვილი
დაწერე კომენტარი