ნათესაური კავშირი სუს-ის და ცესკოს მაღალი თანამდებობის პირებთან – საია-მ საოლქო საარჩევნო კომისიებში არჩეული დროებითი წევრების შესახებ ინფორმაცია შეისწავლა

ვინ არიან საოლქო საარჩევნო კომისიებში არჩეული დროებითი წევრები – 73-ვე პირის შესახებ ინფორმაცია, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” შეისწავლა.

არასმთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კომისიების დაკომპლექტებისას გამოიკვეთა სავარაუდო ნათესაური კავშირები და პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერის შემთხვევები.

ასეთი ფაქტები ჭიათურის, რუსთავის, მარტვილის, ზუგდიდის და წყალტუბოს კომისიებში გამოვლინდა. ექვს შემთხვევაში კი არჩეულ პირებს სუს-ისა და საარჩევნო კომისიის მაღალი თანამდებობის პირებთან ოჯახური, ნათესაური ან მეგობრული კავშირები აქვთ.

„გამოიკვეთა ის შემთხვევები, რაზეც პოლიტიკური ძალა საუბრობდა. ამ შემთხვევაში საუბარი იყო იმაზე, რომ ნათესაური კავშირი იყო საარჩევნო ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირებთან, ასევე სუს-ის მაღალი თანამდებობის პირთან კავშირი და პოლიტიკურ პარტიასთან. ჩვენ წლებია ამ მიმართულებით ვსაუბრობთ და შესაბამისი ძირეული რეფორმის გატარების აუცილებლობა არის საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების კუთხით,“-აცხადებს საია-ს წარმომადგენელი ირმა პავლიაშვილი.

loading…

პოპულარული

"ვალების განულების გადაწყვეტილებას ამომრჩევლის მოსყიდვის უპრეცედენტო მასშტაბის სახე აქვს" - სამართლიანი არჩევნების სკანდალური კვლევა
„ივანიშვილი ძალიან კარგად ხვდება, რომ მისი ხელისუფლების დასასრული დაიწყო და ყველა უბედურების სხვისთვის გადაბრალებას ცდილობს“ - გიორგი ვაშაძე ექსპრემიერის ინტერვიუს აფასებს
"ხელისუფლებამ ეკონომიკის განვითარებაზე ზრუნვის ნაცვლად, სესხების გამცემ ორგანიზაციებთან ბრძოლა დაიწყო" - ზურაბ ჭიაბერაშვილი
აფეთქება სოფელ ხეთაში - დაშავებული 66 წლის ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა
"შავი სია წაიშლება, მაგრამ ბანკი ისე იოლად კრედიტს ვეღარ გასცემს, როგორც ადრე გასცემდა" - ფინანსთა მინისტრი
თურქეთში გაჩუქებული ძაღლი გამოიპარა და საქართველოში პატრონთან დაბრუნდა
"შავი სია" არ არსებობს - ვალების ჩამოწერის აფიორა და "დამალული" დეტალები
"აგვისტოს ომი გმირი დღეს დაკრძალეს, ხელისუფლებიდან არავინ ჩავიდა, რომ სამძიმარი ეთქვათ ცერცვაძის ოჯახისთვის"
ირინკა კავსაძემ "ცეკვავენ ვარსკვლავებში" ბებიის, ბელა მირიანაშვილის სახე გააცოცხლა (ვიდეო)
დაწერე კომენტარი