ნაგავშემკრები კონტეინერების დაცლა ღამის საათებში მარტიდან დაიწყება

„თბილსერვის ჯგუფი“ ნაგავშემკრები კონტეინერების დაცლას ღამის საათებში მომავალი წლის პირველი მარტიდან დაიწყებს, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

შავი ჩაი ასკილით

მისი თქმით, საპილოტე პროექტის ფარგლებში, „თბილსერვის ჯგუფის“ ნაგავმზიდი მანქანები 22:00 საათიდან იმოძრავებენ და 32 ქუჩაზე, 400-მდე ნაგავშემკრები კონტეინერის დაცლას მოახდენენ.

მაია ბითაძის განცხადებით, საპილოტე პროექტი ჭავჭავაძის გამზირზე, აბაშიძის, ფალიაშვილის, ბერძენიშვილის, მუხაძის, კავსაძის, ბაზალეთის, ერისთავის, ნაფარეულის, ბარნოვის, არაყიშვილის, ტაბიძის, რადიანის, მცხეთის, შატბერაშვილის, ჯანაშვილის, ქუთათელაძის, ატენის, რაზმაძის, ელიავას, ცხვედაძის, მარუხის გმირების, ქობულეთის, ჩოლოყაშვილის, რამიშვილის, გაბაშვილის, ყიფშიძის, აბულაძის, მარაბდის, მოსეშვილის, დარიალისა და კეკელიძის ქუჩებზე განხორციელდება.

„აღნიშნული საპილოტე პროექტის მთავარი მიზანი საცობებისგან ქალაქის მაქსიმალურად განტვირთვა და ტრანსპორტის განვითარების ხელშეწყობაა. შესაბამისად, იმ ქუჩებზე, რომელზედაც მომავალი წლის პირველი მარტიდან საპილოტე რეჟიმი დაიწყება, დასუფთავების ნაგავმზიდი მანქანები 22:00 საათიდან იმოძრავებენ. აღნიშნული ქუჩების მცხოვრებლებს ძალიან ვთხოვთ, რომ მერიას ამ პროექტის განხორციელებაში მხარში ამოუდგეს და მაქსიმალურად შეეცადოს, ნარჩენები საღამოს საათებში გაიტანოს, რათა აღნიშნული პროექტი ეფექტიანად განხორციელდეს“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

მისივე თქმით, პირველ მარტამდე, თბილისის მერია 32 ქუჩაზე ნაგავმზიდი და ნაგავშემკრები კონტეინერების დამატებას უზრუნველყოფს, რათა დაბინძურებისა და ხმაურის საფრთხე მინიმუმამდე იყოს დაყვანილი, რომელიც რკინის კონტეინერების მოძრაობას შეიძლება მოჰყვეს.

„შესაბამისად, პირველ მარტამდე, 32 ქუჩაზე დამატებით, ათეულობით ნაგავშემკრები კონტეინერი განთავსდება და საბოლოო ჯამში, ღამის საათებში, 400-მდე ნაგავშემკრები კონტეინერის დაცლა მოხდება“, – განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ და აღნიშნა, რომ საპილოტე პროექტის ეფექტიანად განხორციელების შემდეგ, აღნიშნული რეჟიმი თბილისის სხვა ქუჩებზეც გაგრძელდება.

loading…

პოპულარული

"რატომ არ ასახელებს „ქართული ოცნება“ კანდიდატს?! მე მელოდებიან... ღირსეული უნდა დააყენონ, რომ მე დამიპირისპირდეს"- გიორგი მარგველაშვილი
"უნდა ითამაშო არბიტრის როლი მიუხედავად იმისა, რომ გამოხტა ვიღაც ღლაპი და უნდა შენი გინებით კარიერა გაიკეთოს"- გიორგი მარგველაშვილი
გიორგი მღებრიშვილმა თანამდებობა დატოვა
„გარკვეული რეკრეაციული ადგილები გადაყვანილია სამშენებლო არეალში“ - კალაძე გენგეგმაში შეტანილ ცვლილებებზე
ქუმსიშვილი-ალავიძის საქმე: „დადგება ყველას პასუხისმგებლობის საკითხი ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება, თანამდებობას მნიშვნელობა არ აქვს“ - პროკურორი
ხორვატმა ფეხბურთელებმა ჩემპიონატში აღებული 23 600 000 ევრო ბავშვთა ფონდს გადაურიცხეს
შორენა ბეგაშვილი თავის რჩეულთან ერთად - ფოტო ფეისბუკიდან
"ჩვენ მას ვუყიდით ლამაზ კაბას, ლამაზ კუბოს და ისე დავკრძალავთ" - გარდაცვლილი ტრანსგენდერი ქალის ბებია
"ჩემი გაზრდილი იყო, ვერ დავტოვებდი" - ტრანსგენდერი ქალის ბაბუა (ვიდეო)
დაწერე კომენტარი