“მხოლოდ იმას კითხულობდა ჩემი და მოვკალიო?” – დედისა და დის მკვლელი პოლიცილებს დაკრძალვაზე მიყვანას სთხოვდა

დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭოპორტში, 28 თებერვალს დილის 7 საათზე ტრაგედია დატრიალდა. მეზობელმა დაინახა, როგორ არბოდა კიბეზე სანადირო თოფით ლაშა ქიმბარიშვილი. მერე რამდენიმე გასროლა გაისმა. მეზობლები ეზოში რომ შევიდნენ, კიბე ჩამოირბინა ლაშა ქიმბარიშვილმა, პირველ სართულზე ოთახის კარი ჩაკეტა და პოლიციის მისვლას დაელოდა.

მეზობლებმა 42 წლის თეა ქიმბარიშვილი მძიმედ დაჭრილი იპოვეს, დედამისი კი უკვე გარდაცვლილი იყო. ქალს საავადმყოფოში მიყვანამდე გული გაუჩერდა. სახლში  დედა და და-ძმა ცხოვრობდნენ. 

“თეას ძალიან უყვარდა ძმა, თავს ევლებოდა. წლების წინ ლაშას დაუნდობლად სცემეს. დღემდე არ ვიცით – ვინ. არმატურები ურტყეს. მომაკვდავი იპოვა თეამ და გადაარჩინა. დიდხანს მკურნალობდნენ. ახლა ვფიქრობ, ხომ არ აისახა ეს მის ჯანმრთელობასა და ფსიქიკაზე.

ამ ტრაგედიის შემდეგ მხოლოდ იმას კითხულობდა ჩემი და მოვკალიო? არ ვიცი, ლაშა რას იტყვის. დღეს არც ერთ ნათესავს მისი ბედი აღარ აინტერესებს. რომ მიჰყავდათ, პოლიციელებისთვის უთხოვია, გასვენებაში მიმიყვანეთ ერთი საათითო. ვინ მოუშვებს აქ?! გამწარებულ სანათესავოს როგორ გადაურჩება?!” – განუცხადა “კვრისი პალიტრას” ოჯახის ნათესავმა.

loading...

პოპულარული

"ჯერ არ შემოსულა, ჩინეთში მძვინვარებს" - რატომ ვერ შეიკავა ნარიმან მაქარაშვილმა სიცილი (ვიდეო)
სოფო ბედია, მისი ქმარი, ნინი ქარსელაძე, თემურ თათარაშვილი და სხვა ცნობილი მომღერლები COVID-19-ის წინააღმდეგ ამღერდნენ - ახალი კლიპი, რომელმაც ყველა გაამხიარულა
"ეს არის ქურდობა"- გახმაურებული კლიპის ავტორებს, შესაძლოა, სასამართლოში უჩივლონ​
ქართული წარმოების როგორ პირბადეს გვპირდებოდა ეკონომიკის მინისტრი და როგორი მივიღეთ
დაწერე კომენტარი