იყო თუ არა თემირლან მაჩალიკაშვილი ისლამური სახელმწიფოს მხარდამჭერი?

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი, რომელიც პანკისის სპეცოპერაციის დროს დაიჭრა, 10 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა. დიდი ალბათობით, გარდაცვლილ მაჩალიკაშვილს ეკუთვნოდა Fb-გვერდი Temirlan Pankisskii. მისი Fb-ნაცნობები თემირლან მაჩალიკაშვილის ფოტოებზე სწორედ Temirlan Pankisskii-ს ნიშნავდნენ. თავადაც ატვირთული აქვს 19 წლის მაჩალიკაშვილის ფოტო. გარდა ამისა, Temirlan Pankisskii-ს მეგობრებში ჰყავს თემირლან მაჩალიკაშვილის დები – ნატა და ნათია. ერთ-ერთი მათგანი მონიშნულიც ჰყავს – როგორც და.

2016-2017 წლებში, Temirlan Pankisskii-ს არაერთი ვიდეო აქვს ატვირთული და გამოქვეყნებული, რომელშიც ის ისლამური სახელმწიფოს პროპაგანდას ეწევა. ერთ-ერთ ვიდეოში ის გლოვობს ისლამური სახელმწიფოს ერთერთ ლიდერს თარხან ბათირაშვილს. გარდა ამისა, ის ფოტოებს და ვიდეოებს დებდა ISiS-ის მებრძოლების შესახებ. Cover-ის ფოტოდ კი, ლოპოტას ხეობაში ლიკვიდირებული ასლან მარგოშვილი უყენია.

  • Isis-ის ერთერთი ლიდერი თარხან ბათირაშვილი
  • Isis-ის ერთერთი ლიდერი თარხან ბათირაშვილი

ისლამური სახელმწიფოს ვიდეოს, რომელსაც Temirlan Pankisskii ავრცელებდა, აწერია, რომ ისინი ალაჰისთვის კლავენ და ალაჰისთვის კვდებიან.

ტაბულა დაუკავშირდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს კითხვით – ეკუთვნის თუ არა Fb-გვერდი Temirlan Pankisskii გარდაცვლილ თემირლან მაჩალიკაშვილს, შესწავლილი აქვს თუ არა სუს-ს გვერდის შინაარსი და თუ იცოდა გვერდის არსებობის შესახებ, რატომ არ ასაჯაროებდა ამ ინფორმაციას მაჩალიკაშვილის შესახებ გაკეთებულ განცხადებებში. სუს-ი დაგვპირდა, რომ დაგვირეკავენ. საათზე მეტია, მათ პასუხი არ მოუწოდებიათ. სუს-ის ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი დეკემბრის ბოლოს, სუს-ის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. 10 იანვრამდე ის საავადმყოფოში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, გუშინ კი, გარდაიცვალა.

ოჯახის წევრების მტკიცებით, თემირლან მაჩალიკაშვილს სპეცრაზმის თანამშრომლებმა საწოლში, მძინარეს ესროლეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით კი, სპეცოპერაციისას, ის სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევას და ხელყუმბარის აფეთქებას შეეცადა. სუს-ის განცხადებითვე, ამოღებული ვიდეოკადრებიდან ჩანს, რომ ახმედ ჩატაევის დაჯგუფების წევრები თემირლან მაჩალიკაშვილთან ერთად გადაადგილდებიან. მათ მედიას ვიდეოც მიაწოდეს.

საქართველოს კანონმდებლობით, ტერორისტული საქმიანობის ან/და ტერორისტული ორგანიზაციის საჯაროდ მხარდაჭერა ან ტერორიზმისაკენ საჯაროდ მოწოდება სისხლის სამართლის დანაშაულია.

მუხლი 3301. ტერორისტული საქმიანობის ან/და ტერორისტული ორგანიზაციის საჯაროდ მხარდაჭერა ან ტერორიზმისაკენ საჯაროდ მოწოდება

1. ტერორისტული საქმიანობის ან/და ტერორისტული ორგანიზაციის ზეპირად, წერილობით ან გამოხატვის სხვა საშუალებით საჯაროდ მხარდაჭერა (გარდა ამ კოდექსის 3311 მუხლით გათვალისწინებული ქმედებისა), თუ ეს ქმნის ტერორისტული საქმიანობის განხორციელების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

2. ტერორისტული საქმიანობის განხორციელებისაკენ ზეპირად, წერილობით ან გამოხატვის სხვა საშუალებით საჯაროდ მოწოდება ან ტერორისტული საქმიანობის განსახორციელებლად საქვეყნოდ ინფორმაციის გავრცელება, მიუხედავად იმისა, შეიცავს თუ არა იგი დანაშაულის ჩადენისაკენ პირდაპირ მოწოდებას, თუ ეს ქმნის ტერორისტული საქმიანობის განხორციელების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ექვს წლამდე.

წყარო: ტაბულა

იტვირთება…

პოპულარული

9 დღის წინ, გორიდან გაუჩინარებული დები რუსთავში იპოვეს
"თქვენი შვილი მთავარი ორგანიზატორი იყო და მ.კ. ს-თან ერთად წინასწარ დაგეგმა რაც უნდა მომხდარიყო"- ზაზა სარალიძე სუბელიანს პასუხობს
17 წლის გოგონას, რომელიც მე-6 სართულიდან გადმოვარდა, მე-3 უარყოფითი ჯგუფის სისხლი სჭირდება
მოსკოვში საფრთხის ნარინჯისფერი დონეა გამოცხადებული
დაწერე კომენტარი