მწყემსმა ორი უცნობი მკვლელი აღწერა, საქმეში ფოტორობოტი ჩაერთვება

ხადას ხეობაში მომხდარ სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულ მწყემს მალხაზ კობაურს, ამ წუთებში საკანში კითხავენ. გამომძიებელი ბრალდებულთან დაახლოებით ერთი საათის წინ მივიდა.

კობაურის ადვოკატის დავით გირგვლიანის განცხადებით, ბრალდებული გამოძიებას იმ ორი პირის გარეგნულ მახასიათებლებს აღუწერს, რომლებმაც კობაურის თქმით, მკვლელობა ჩაიდინეს.

„ჩემი დაცვის ქვეს მშყოფი დამნაშავე არ არის, ის ამბობს, რომ მის თვალწინ ორმა პირმა მოკლა ცოლ-ქმარი და მცირეწლოვანი ბავშვი. სწორედ ამ გარეგნულ მახასიათებლებს გამომძიებელს აღუწერს. ამის შემდეგ კი მოვითხოვთ, რომ საქმეს ფოტორობოტი დაერთოს და აღნიშნული პირების მიმართ ძებნა გამოცხადდეს”,- აცხადებს დავით გირგვლიანი.

loading…

პოპულარული

“შორენა ჩემი ცოლი არ არის…" - გოჩა ჩერტკოევის ემოციური აღიარება
ორსული მეგან მარკლის „უხერხულად შიშველი“ ფოტოები - ჰერცოგიანიამ სამეფო ეტიკეტი დაარღვია (ფოტოები)
სამგორიდან ლილოს მიმართულებით ახალი მეტროსადგურები აშენდება
თბილისში მძღოლებმა საწვავის ფასების ზრდა გააპროტესტეს
დაწერე კომენტარი