„მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა “ – მთაწმინდაზე კამაზმა ორი მანქანა დაამტვრია და სახლის ეზოში შევარდა

კამაზი

მთაწმინდის რაიონში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. კამაზის შეჯახების შედეგად ორი მსუბუქი ავტომანქანა დაზიანდა. როგორც „მთავარს“ თვითმხილველებმა განუცხადეს, სავარაუდოდ კამაზის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ჯერ საცხოვრებელი სახლის ეზოს წინ გაჩერებულ BMW-ს მარკის ავტომანქანას შეეჯახა, ამის შემდგ კი სახლის ეზოში შევარდა. 

შემთხვევა რჩეულიშვილის ქუჩაზე, ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილზე სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები არიან მობილიზებული.

დაწერე კომენტარი