“მძღოლი დაკავებულია, ირგვლივ იმდენი სისხლი იყო ხალხი ახლოს ვერ მიდიოდა” – ავარიის დეტალები

საპატრულო პოლიცია

თბილისში, ვაჟა-ფშაველას განზირზე დაახლოებით 1 საათის წინ მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაშავებულ ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, – ამის შესახებ „რეზონანსს” შსს-ში განუცხადეს.

„დაზარალებულია ახალგაზრდა მამაკაცი, რომლის ჯანმრთელობას ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება. მძღოლი ადგილზეა დაკავებული და გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო,” – სამედიცინო უნივერსიტეტთან – ვაჟა ფშაველას გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით  შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა განაცხადა.

თვითმხილველების ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ახალგაზრდა მამაკაცი ქუჩაზე გადარბოდა.

„ირგვლივ იმდენი სისხლი იყო, რომ ხალხი ახლოს ვერ მიდიოდა. სასწრაფომ კი გადაიყვანა, მაგრამ უცნობია გადარჩება თუ არა იმდენი სისხლი დაკარგა”, – განუცხადეს „რეზონანსს” ერთ-ერთმა თითმხილველმა.

რეზონანსი

პოპულარული

საქართველოში ტემპერატურა +20 გრადუსამდე მოიმატებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.86 ლარია
"ოცნების" დეპუტატის შეურაცხყოფა ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს: "მთელი ოჯახი იდიოტები ხართ, ან პროვოკატორები"
"რატომ არ წამოხვედი, შენ იცი რომ სამსახურს დაკარგავ?" - "ქართული ოცნების" მხარდამჭერის მუქარა (ვიდეო)
დაწერე კომენტარი