მძღოლების საყურადღებოდ – თბილისის რამდენიმე ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით იცვლება

დედაქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოებიდან გამომდინარე, 14 აგვისტოდან,რამდენიმე ქუჩაზეტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

ტრანსპორტის მოძრაობა იცვლება კოსტავას ქუჩის მონაკვეთზე – სააკაძის მოედნიდან 26 მაისის მოედნის მიმართულებით, უზნაძისა და ჩიქოვანის (ყოფილიხილიანი) ქუჩებზე.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი შემდეგი სქემით იმოძრავებს: ავტობუსები და მიკროავტობუსები სააკაძის მოედნიდან პეკინის გამზირს მიროტაძის ქუჩის ნაცვლად, ჭაბუკიანის (ყოფილი საბურთალოსქუჩის ნაწილი) ქუჩით დაუკავშირდებიან; აღმაშენებლის გამზირიდან ჭოროხის ქუჩის გავლით მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი უზნაძის ქუჩის ნაცვლად, მტკვრის მარცხენა სანაპიროთი ისარგებლებს.

რაც შეეხება N64 მიკროავტობუსს, ის ჩიქოვანის ქუჩის ნაცვლად, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეებისა და დოლიძის ქუჩების გავლით იმოძრავებს.

თბილისის მერია შეფერხებისთვის ბოდიშს გიხდი.

პოპულარული

მორიგი ამერიკელი კონგრესმენის კრიტიკა გიორგი გახარიას და სტრატეგიული პარტნიორისგან სანქციების დაწესების საფრთხე ქართული ოცნებისთვის
"საქართველოს კორუმპირებული ხელისუფლება ჩართულია დემოკრატიულ ღირებულებებზე თავდასხმაში, სამოქალაქო აქტივისტების მიმართ სასტიკ დამოკიდებულებაში, ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს" - კონგრესმენი პიტ ოლსენი
გრიგოლ ვაშაძე: "ე.წ. დეპუტატები ტურებივით, ჯგუფურად დაესხნენ თავს ლევან ხაბეიშვილს, "ოცნება" აუცილებლად წააგებს"
დოდო გუგეშაშვილის შვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული "მუხროვანის ამბოხის" მონაწილე და "ოცნების" მიერ ამნისტირებული ყოფილი ლეიტენანტია
"აუცილებლად გავარკვევ!" - დოდო გუგეშაშვილმა შვილის მკვლელობაში ბრალდებულის დაკავების შესახებ პირდაპირი ეთერით გაიგო
თბილისში ჩინეთიდან მორიგი ავიარეისი ჩამოფრინდა - მგზავრები კორონა ვირუსზე არავის შეუმოწმებია
ლალი მოროშკინა თოვლში პენუარით პოზირებს - ფოტოები ინსტაგრამის გვერდიდან
ლევან ხაბეიშვილს "ოცნების" დეპუტატები ფიზიკურად გაუსწორდნენ (ფოტო/ვიდეო)
ახალი კანონი თურქეთში მამაკაცებს არასრულწლოვანი გოგოების გაუპატიურების უფლებას მისცემს
დაწერე კომენტარი