“მძულს კატოსნაირი დედები…” – რატომ მოჰყვება ბავშვების ჩხუბს მშობლების ჩხუბი?

სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებში” ამჯერად შვილების კონფლიქტის გამო მშობლების ჩხუბის თემა წამოიწია და რასაკვირველია, სოციალურ ქსელშიც მოჰყვა ამ თემას განხილვა. რეალურ ცხოვრებაშიც ხომ ხშირად ჩხუბობენ მშობლები შვილების გამო. გთავაზობთ ინტერნეტმომხმარებლების რამდენიმე მოსაზრებას ამ თემაზე:

შავი ჩაი ასკილით

“ყველაზე დიდი სისულელეა შვილების ასეთი, უწყინარი დონის კონფლიქტში ჩარევა და მისი საერთოდ გასერიოზულება. ჯერ ერთი, უფროსები იფუჭებენ ურთიერთობას და თანაც, შვილებს არ ვასწავლით, რომ თავად მოაგვარონ პრობლემები და მოიფიქრონ გამოსავალი სხვადასხვა სიტუაციაში, ვაიძულებთ, სულ მშობლის იმედად იყვნენ”.

“შინაგანად მძულს კატოსნაირი დედები. და ზოგადად დედები, რომლებიც ბავშვს არ აცდიან არაფერს და ხშირად ცდილობენ მათ მაგივრად მიიღონ ყველანაირი გადაწყვეტილება”.


“კატოსნაირ ცხვირაბზეკილ მუდმივად უკმაყოფილო და “ნაგლ” ადამიანთან, ვერასდროს ვიმეგობრებდი. ” მე ყველას ვუყვარვარ”, “ყველაზე ლამაზი ვარ”, “ჩემს შვილს და მე ყველამ ეთაყვანოს”… წამში ჩამოვსვამდი ღრუბლებიდან და ვაჩვენებდი რაცაა”.

“კატო არაადეკვატურად იქცევა! ბავშვები ერთმანეთში ჩხუბით და კამათით სწავლობენ ცხოვრებას!”

“ლამის ბოდიში მოახდევინა კატომ რაა. ელემენტარულად, აზრად არ მოუვიდა, ცოტა ჭორაობისთვის მოეკლო და თავისი პატარასთვის გადაეტანინებინა ყურადღება სხვა რამეზე ან თუნდაც აეხსნა (მიუხედავად იმისა, რომ ვერ გაიგებს შეგნებულად ჯერ), რომ ის ნიაკოს ნივთია და როცა მოუნდება, გათხოვებსო. ყველა რომ უჩიჩინებს, ათხოვე, ათხოვეო, ასე უფრო გაუძლიერდება ჯინი, რომ არ მისცეს არაფერი. უნდა აუხსნა ცალკე და დაარიგო, მაგრამ არაფრით არ შეიძლება დაძალება და როგორ იქცევი და დამუქრება და ა.შ. ნიაკოც არ არის დიდი. ამას იმიტომ ვწერ, რომ ძალიან ხშირი შემთხვევაა და ჩვენ ბოდიში, კატოს ბავშვის ჭკუაზე თუ ვერ გაიარა 4 თუ 5 წლის ნიაკომ. თუმცა, სითბოს ნაკლებობა კი აღინიშნება მაგ ბავშვში”.


“რაც მეზიზღება… სტუმარია და ათხოვეო. უნდა ათხოვებს, უნდა – არა. 26 წლის ვარ და მე მეზიზღება ჩემი ნივთის თხოვება და შვილს როგორ დავაძალებ”.

mshoblebi


“აი, რამდენს უნდა აჩვენო ეს მომენტი ვითომ მშობლებს… გავგლიჯავდიო, ბავშვზე რომ ამბობენ, შეიყვანეთ საბავშვო ბაღებში ბავშვები და არც შეუთვსებლობა შეგაწუხებთ და არც დაბალი კომუნიკაციის უნარი…”

“პატარაა და უნდა დაუთმო – ფრაზა, რომელიც ყველაზე მეტად მძულს… ბავშვობაში მაგას რომ მეუბნებოდნენ, ჯინაზე პირიქით ვიქცეოდი”.

“ვერ ვიტან ამ სიტუაციას!! რადგან ის იმაზე დიდია, ამიტომ ბავშვი არაა და პატარა არაა? განსაკუთრებულად მეზიზღება, როდესაც თავად დედები იმ ბავშვებისა, რომლებიც რაღაცის დათმობს ითხოვენ, მხარს უბამენ შვილს. ამ შემთხვევაში უნდა მოარიგონ ბავშვები და რიგრიგობით კატაობაზე შეათანხმონ, და არა ერთი ააგდონ და მეორე დასვან”.

“კარგია, ქეთიმ ეს საკითხი რომ წამოჭრა წინ. ხშირად მინახავს, ბავშვების გამო მშობლები როგორ ჩხუბობენ”.

“ეს ზედმეტია. პატარაა, დაუთმე, დასვი, ამან პირველმა აიღოო… ასე არ შეიძლება, თუნდაც სტუმარი იყოს. უნდა ასწავლოთ ერთმანეთის პატივისცემა, რიგის ლოდინი… კატოს ზედმეტი მოსდის. ქეთი სულ “დაბროზე” როგორაა ყველას მიმართ…”

“ძალიან რეალური და უხერხული სიტუაციაა… როგორ გაუბედავს კატოს შვილს და თვით კატოს, რომ მის შვილიც ბავშვია და ამის გამო ჩაგრავს საკუთარს – სიბრიყვე ასეთთან ერთად არ უნდა წახვიდე, რომ საკუთარ შვილის თვალში უსამართლო და უსუსური არ გამოჩნდე. ყველაზე სწორი იქნებოდა, მიემართა საკუთარი შვილისთვის, ჯერ ერთმა იქანაოს და მერე მეორემ. ადექი, დასვი – ეს არის ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება”.

“mshoblebi.ge”

loading…

პოპულარული

ბიძინა ივანიშვილი მოსკოვის პასუხს ელოდება - გაიცვლება თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში აფხაზეთი და ნატო
"ის იყო მზე რომელიც მუდამ გვათბობდა და გვილამაზებდა ცხოვრებას..."- ტრაგიკულად დაღუპული 9 წლის გოგონას დედა
„ჩემთან ერთად კარგია ხო ცხოვრება, დედა...“ - ზუზუს მიერ მოყოლილი ისტორიები დედაზე (ვიდეო)
"ჩვენს გვერდზე მშვენიერი ჰიურემი" - ლელა წურწუმია და თურქი ვარსკვლავი მერიემ უზერლი ბათუმში (ფოტო)
დაწერე კომენტარი