მძიმე სტატისტიკა – საქართველოში ბოლო 3 თვეში ავარიას 70 ადამიანი ემსხვერპლა

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ პრეზიდენტი, დავით მესხიშვილი საქართველოში ბოლო სამ თვეში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა სტატისტიკას აქვეყნებს.

მესხიშვილის ინფორმაციით, საქართველოში ბოლო 3 თვეში ავარიას 70 ადამიანი ემსხვერპლა.

„11:00 პრესკლუბი „მთავარი“

გზებზე დაღუპულთა რაოდენობა 20%-ით გაიზარდა!

3 აგვისტო: სოფელ შავშვებთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა, მათგან 5 მცირეწლოვანია;

4 აგვისტო: ანაკლია-განმუხურის საავტომობილო გზაზე, განმუხურის გადასახვევთან ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა;

6 აგვისტო: ანანურთან ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა;

6 აგვისტო: თბილისში, გურამიშვილის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა;

7 აგვისტო: კახეთში, კაჭრეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რასაც 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა;

10 აგვისტო: ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ოჯახის 3 წევრი, მათ შორის არასრულწლოვანი დაიღუპა;

23 აგვისტო: შატილის გზაზე ავარიას 17 ადამიანი ემსხვერპლა;

24 აგვისტო: სოფელ ნიგოზასთან ავტოსაგზაო შემთხვევას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა;

28 აგვისტო: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყაიაში ავტოსაგზაო შემთხვევას 1 ექვსი წლის ბავშვი ემსხვერპლა;

30 აგვისტო: ბორჯომში ავტოსაგზაო შემთხვევას 1 მოზარდი ემსხვერპლა;

31 აგვისტო: თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას 1 ადამიანი ემსხვერპლა;

1 სექტემბერი: წალენჯიხის სოფელ საჩინოში საგზაო შემთხვევას 1 შუა ხნის ქალი ემსხვერპლა;

3 სექტემბერი: შუახევში, ავტომობილი 100 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, დაიღუპა 3 ადამიანი;

5 სექტემბერი: ქვეითად მოსიარულე 1 მამაკაცი სატვირთო ავტომობილმა იმსხვერპლა;

6 სექტემბერი: გორის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 მოზარდი დაიღუპა. მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა და მას მართვისას 12 წლის შვილი კალთაში ეჯდა;

17 სექტემბერი: ვარკეთილში, სუხიშვილების ქუჩაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 1 ადამიანი ემსხვერპლა;

19 სექტემბერი: ხაშური-გორის მონაკვეთზე სამგზავრო მიკროავტობუსი ამობრუნდა შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 10-მდე მგზავრმა სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო;

24 სექტემბერი: ისანში ავტოსაგზაო შემთხვევას 1 ადამიანი ემსხვერპლა;

25 სექტემბერი: ყვარელი – თელავის დამაკავშირებელ გზაზე მიკროავტობუსი ამობრუნდა დაშავდა 11 ადამიანი;

29 სექტემბერი: თბილისი-გორის ავტომაგისტრალზე ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა;

29 სექტემბერი: რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევას 1 მოზარდი გოგონა ემსხვერპლა;

2 ოქტომბერი: ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 5 დაშავდა;

3 ოქტომბერი: 1 ადამიანი ემსხვერპლა ავტოსაგზაო შემთხვევას ტყიბულში;

3 ოქტომბერი: თელავში, სოფელ წინანდალში, ავტოსაგზაო შემთხვევას 1 ქვეითი ემსხვერპლა;

4 ოქტომბერი: ახმეტაში ავტოსაგზაო შემთხვევას 1 ადამიანი ემსხვერპლა, 2 დაშავდა;

6 ოქტომბერი: კოსტავას ქუჩაზე ავტომობილი განათების ბოძს შეეჯახა, რის შედეგადაც 1ადამიანი დაიღუპა, 2 მძიმედ დაშავდა;

8 ოქტომბერი: კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა;

კაცი, 1 მძიმედ დაშავდა;

25 ოქტომბერი: ბაღდათში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაშავდა. დაღუპულთა შორის არიან: 4 წლის ბავშვი, ბავშვის მამა, ბიძა და ბებია.

26 ოქტომბერი: საგარეჯოში ავტოსაგზაო შემთხვევას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა;

28 ოქტომბერი: თელავის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას 1 ქალი ემსხვერპლა;

28 ოქტომბერი: ხობში მატარებელი 1 ქალს დაეჯახა, რომელიც ადგილზე დაიღუპა;

30 ოქტომბერი: თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, 11 დაშავდა;

30 ოქტომბერი: ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 1 დაშავდა;

პროექტი „ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის ეფექტიანობის შეფასება და მისი შესაბამისობა ევროპარლამენტისა და საბჭოს 2014 წლის 3 აპრილის 2014/45/EU დირექტივასთან“., – წერს მესხიშვილი სოციალურ ქსელში.

დაწერე კომენტარი