ხაშურში მშობიარე ქალი და ჩვილი დაიღუპა

საავადმყოფო

ხაშურში ევექსის საავადმყოფოში მშობიარე ქალი გარდაიცვალა – ინფორმაციას ამის შესახებ “Qartli.ge” ავრცელებს, რომელიც საავადმყოფოს ადმინისტრაციაშიც დაუდასტურეს.

„40 წლის ქალი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შემოიყვანა საავადმყოფოში. დაიწყო ფიზიუოლოგიური მშობიარობა, თუმცა წარმოიშვა პრობლემები, რის გამოც საჭირო გახდა ქირურგიული ჩარევა. მედიკოსებმა ბავშვის ნაადრევად ანმოყვანის მიზნით საკეისრო კვეთა დაიწყეს, თუმცა სამწუხაროდ ფატალური შედეგი დადგა. გარდაიცვალა ჩვილიც და დედაც“ – აღნიშნავენ კლინიკაში.

ადმინისტრაციის ინფორმაციით ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევა უკვე დაწყებულია. ლიცენზია შეუჩერდა

„ამ დარღვევის გამო ჰოსპიტლის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება ჩვენ კლინიკაში პროფესიული საქმიანობა შეუჩეროს იმ სამედიცინო პერსონალს, რომელმაც მშობიარე ქალბატონის რეფერალი არ განახორციელა” – აცხადებენ კლინიკაში.

დაწერე კომენტარი