ფრანკფურტში გაიმართა აერომობილის პრეზენტაცია (ვიდეო)

ერომობილი

სლოვაკმა ინჟინერებმა მსოფლიოში პირველი აერომობილის პრეზენტაცია გამართეს, აერომობილი ლამაზი დიზაინის მანქანაა.

ფრანკფურტში მიმდინარე საერთაშორისო ავტოსალონის ფარგლებში სლოვაკურმა კომპანიაm “აერომობილი” ამავე სახელწოდების მფრინავი ავტომობილს პრეზენტაცია გამართა.

საჰაერო მანქანის მეოთხე ვერსია 5.9 მეტრი სიგრძისაა. როგორც სტატიაში წერია, ავტომობილის ზომები Mercedes-Benz S-Class-ს აღემატება. საჰაერო ავტომობილიორი ელექტროძრავის საშუალებით იმოძრავებს და მას 10 წამში 100 კმ / სთ სიჩქარის განვითარებას შეეძლება.

ავტომობილი ორი ადამიანზე – პილოტსა და მგზავრზე იქნება გათვლილი. თუმცა, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, იგეგმება ოთხადგილიანი და უპილოტო მფრინავი მანქანის გამოშვებაც.

მანქანის ზუსტი ღირებულება ცნობილი არაა, თუმცა ვარაუდობენ, რომ ის 1,5 მილიონი დოლარი ეღირება.

წყარო:  Газета DAILY

დაწერე კომენტარი