მუშებმა მოსალოდნელი საფრთხის შესახებ იცოდნენ, 8 ოქტომბერს შენიშნეს კედლების მოძრაობა და დატოვეს კორპუსი – პროკურორი

პროკურორი

ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზედ დაკავებული პირების მიმართ ბრალდების მხარე პატიმრობას ითხოვს.

პროკურორ ალექსანდრე ძირკვაძის განმარტებით, მუშებმა საფრთხის შესახებ წინასწარ იცოდნენ და კორპუსი ჩამონგრევამდე დატოვეს:

“გასათვალისწინებელია ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ 8 ოქტომბერს, როცა დილის საათებში ბრალდებულები აღნიშნულ ფართში სამუშაოს გასაგრძელებლად მივიდნენ, შენიშნეს, რომ კედლებს მოძრაობა ჰქონდა დაწყებული. სცადეს აღნიშნული კედლების გამაგრება რკინის კონსტრუქციებით, თუმცა, შემდეგ დატოვეს შემთხვევის ადგილი. აქედან გამომდინარე, ის ფაქტი, რომ მოცემულ სახლებში განხორციელდა ე.წ. საყრდენი კედლების დემონტაჟის სამუშაოები, დადასტურებულია მოწმეთა ჩვენებით და ბრალდებულთა გამოკითხვის ოქმებით,” – განაცხადა პროკურორმა.

რეკლამა

დაწერე კომენტარი