ილია ჭავჭავაძის თბილისის ლიტერატურულ მუზეუმის რეაბილიტაცია დაიწყო

ახალი ტფილისი

ჯავახიშვილის ქუჩა N7- ში მდებარე ილია ჭავჭავაძის თბილისის ლიტერატურულ მუზეუმს სრული რეაბილიტაცია უტარდება. სამუშაოებს თბილისის განვითარების ფონდი, პროექტ „ახალი ტფილისის“ მუზეუმების განვითარების ქვეპროგრამით ახორციელებს.

solva.ge

ამ ეტაპზე მიმდინარეობს:
 შენობის კონსტრუქციული გამაგრება
 ფასადის დეკორატიული დეტალების რესტავრაცია
 სახურავის დემონტაჟი, რომლის შემდეგაც მოეწყობა ახალი გადახურვა
 სართულშუა გადახურვების მოწყობა
 შიდა სივრცეების მომზადება სარესტავრაციოდ.

თბილისის განვითარების ფონდი ჯავახიშვილის N7- ში მდებარე ილია ჭავჭავაძის ლიტერატურული მუზეუმის რეაბილიტაციას 2018 წელს დაასრულებს.

loading…
გააკეთე კომენტარი!