პაატა იმნაძე: მიმდინარეობს მსჯელობა, თუ როგორ უნდა ჩატარდეს ეროვნული გამოცდები, შექმნილია სპეციალური საბჭო, რომლის წევრი მეც გახლავართ

იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ინტენსიურად მიმდინარეობს მსჯელობა იმაზე, თუ როგორ უნდა ჩატარდეს ეროვნული გამოცდები. მანვე აღნიშნა, რომ განათლების სამინისტროში შექმნილია სპეციალური საბჭო, რომლის წევრი ტავადაცაა.

„ინტენსიურ რეჟიმში არის მსჯელობა, თუ როგორ უნდა ჩატარდეს ეროვნული გამოცდები. განათლების სამინისტროში შექმნილია სპეციალური საბჭო. მე პირადად გახლავართ იმ საბჭოს წევრი. ყველაფერი გამოცხადდება და ყველაფერი მაქსიმალურად დაცულად ჩატარდება. რაც შეეხება სწავლის პროცესს, ამაზეც მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები, თუ რა, როგორ, რანაირად უნდა გაკეთდეს. ყველაფერი ეს ცნობილი იქნება, როდესაც სწავლის დაწყების დრო მოვა. გარკვეული წესები შემუშავდება სკოლებისთვისაც, ბაღებისთვისაც და ა.შ.“,-განაცხადა პაატა იმნაძემ.

loading...

პოპულარული

"ქამრით მცემდა, მერე ჩემთან სექსუალურ კავშირს ამყარებდა... ჩემს 4 წლის შვილს ახრჩოდა" - ახალგაზრდა ქალის უმძიმესი ისტორია, რა პრეტენზია აქვს მოქალაქეს სამართალდამცავებთან
15 წლის მოზარდის თვითმკვლელობის ხმაურიანი საქმე - ლუკა სირაძის საქმეზე დაკავებული გამომძიებელი შესაძლოა გაათავისუფლონ
წულუკიანს დავაწინაურებ - გახარიას პასუხი ბოკერიას
„ვითხოვთ უკეთეს ნაწერს... თქვენი წერილი სიმცდარითაა გაჯერებული” – ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის უმწვავესი საპასუხო წერილი „კავკასიურ სახლს“
დაწერე კომენტარი