მსოფლიო საპატრიარქო აგრძელებს უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებას

მსოფლიო პატრიარქის განცხადება წმინდა სინოდის დასრულების შემდეგ მედიაში გავრცელდა. განცხადებაში 9-11 ოქტომბერს გამართული წმინდა სინოდის გადაწყვეტილებებია ჩამოთვლილი. 1) დადასტურდეს უკვე მიღებული გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ მსოფლიო საპატრიარქო აგრძელებს უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებას. 2) აღდგეს კიევში მსოფლიო საპატრიარქოს სტავროპიგია, უკრაინაში ერთ-ერთი მისი მრავალრიცხოვანი სტაუროპეგია, რომელიც იქ ყოველთვის არსებობდა. 3) მივიღოთ და განვიხილოთ  ფილარეტ დენისენკოს, მაკარი მალეტიჩის და მათი მიმდევრების თხოვნა აპელაციის შესახებ, რომლებიც აღმოჩნდნენ სქიზმაში არა დოგმატური მიზეზებით. კონსტანტინოპოლის პატრიარქის კანონიკური პრეროგატივების შესაბამისად მიღებული იყოს ასეთი მიმართვები იერარქებისგან და სხვა მღვდელმსახურებისგან ყველა ავტოკეფალური ეკლესიებიდან. ამგვარად, ზემოხსენებული პირებს კანონიკურად აღდგინათ მათი საეპისკოპოსო ან სამღვდელო ხარისხი, ხოლო მათ იურისდიქციაში მყოფ მორწმუნეებს კი ეკლესიასთან კავშირი 4) გაუქმდეს 1686 წლის სინოდალური წერილის ძალა, რომელიც გაიცა იმ დროისთვის არსებული ვალდებულებებიდან გამომდინარე, რომელიც იკონომიით მოსკოვის პატრიარქს აძლევდა უფლებას, ხელი დაესხა უკრაინის მიტროპოლიტისთვის, რომელიც აირჩეოდა სასულიერო პირთა და მისი ეპარქიის მორწმუნეთა კრებაზე, რომელსაც უნდა მოეხსენებინა მსოფლიო პატრიარქი, როგორც პირველი იერარქი ყველა ღვთისმსახურების დროს, ეღიარებინა და დაედასტურებინა თავისი კანონიკური დამოკიდებულება კონსტანტინოპოლის დედა ეკლესიისადმი. 5) მივმართავთ ყველა ჩართულ მხარეს მოწოდებით, თავი შეიკავონ ეკლესიების, მონასტრების და სხვა ქონების მიტაცებისგან, ასევე სხვა ძალისმიერი ქმედებებისა და შურისძიებისგან, რათა გაიმარჯვოს ქრისტეს სიყვარულმა და მშვიდობამ.

loading…

პოპულარული

რუსთავში, ერთერთ კორპუსში აფეთქება მოხდა - ირაკლი ჩხვირკია
“შორენა ჩემი ცოლი არ არის…" - გოჩა ჩერტკოევის ემოციური აღიარება
აფეთქება რუსთავში - კლინიკაში გადაყვანილია 8 ადამიანი, მათ შორის ერთი მოზარდი მძიმე მდგომარეობაშია
ნაცემი 4 წლის ბავშვის დედა საბავშვო პედაგოგს შვილის ცემაში, დირექტორს კი შეურაცხყოფასა და მუქარაში ადანაშაულებს
დაწერე კომენტარი