მსოფლიო რთულ პერიოდში შედის! – WHO-ს გაფრთხილება

ჯანმო

WHO-ს განცხადებით, შესაძლოა,  მსოფლიოში 10-დან 1 ადამიანი კორონავირუსით იყოს ინფიცირებული.  ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების აღმასრულებელი დირექტორის, მაიკ რაიანის განცხადებით, კორონავირუსის აფეთქებები სულ უფრო და უფრო მატულობს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. მისი თქმით, სიკვდილიანობის მაჩვენებელი ევროპასა და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვის რეგიონში დღითიდღე იზრდება.

„ამჟამინდელი შეფასებები გვეუბნება იმას, რომ, შესაძლოა, მსოფლიო პოპულაციის 10%-ი ვირუსით იყოს ინფიცირებული. მოსახლეობის უმრავლესობა რისკის ქვეშ რჩება. მსოფლიო რთულ პერიოდში შედის. დაავადება გავრცელებას განაგრძობს“,- განაცხადა რაინმა.

დაწერე კომენტარი