მსაჯის სავარაუდო თვითმკვლელობას თელავის საფეხბურთო კლუბი ეხმიანება

თელავის საფეხბურთო კლუბი ფოთში ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩების მსაჯის ილო ტუღუშის სავარაუდო თვითმკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

იზრუნე ჯანმრთელობაზე

კლუბის განცხადებით, “გურიასა” და “თელავს” შორის გამართული მატჩში “თელაველებმა” სამართლიანად გაიმარჯვეს და მატჩი ობიექტურად ჩატარდა.

“6 დეკემბერს, ქართველი მსაჯის, ილია ტუღუშის ტრაგიკულად გარდაცვალების ფაქტი, მედასაშუალებებმა ირიბად თუ პირდაპირ 3 დეკემბერს, ლანჩხუთში გამართული “გურია” – “თელავის” საპასუხო საპლეიოფო შეხვედრას დაუკავშირეს, რის გამოც უფლებამოსილნი ვართ განვაცხადოთ, რომ:
ლანჩხუთში გამართული შეხვედრა, რომელსაც ორივე გუნდისთვის პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა, ჩატარდა ობიექტურად – მატჩს ემსახურებოდა ერთბაშად 6 მსაჯი, რომელთაც მაღალ დონეზე, პროფესიონალურად იმსაჯეს!
გვსურს, მკაფიოდ დავაფიქსიროთ, რომ სკ “თელავი” პატივს სცემს სამართლიანი თამაშის პრინციპებს და გთხოვთ, ამიერიდან ყველამ თავი შეიკავოს უსაფუძვლო ჭორების გავრცელებისგან!”, – წერია საფეხბურთო კლუბის განცხადებაში.

მატჩების მსაჯი ილო ტუღუში სამართალდამცველებმა ჩამომხრჩვალი გუშინ იპოვეს. ფაქტზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

გარდაცვლილის დედა და მეუღლე ერთი თვის წინ მომხდარ ამბავს იხსენებენ და ამბობენ, რომ მათთან ოჯახში იმყოფებოდნენ ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები, რომლებიც ილო ტუღუშს ეძებდნენ და მისგან 5000 ლარს ითხოვდნენ. ოჯახი ვარაუდობს, რომ ეს თანხა ჩაწყობილი თამაშის სანაცვლოდ მოითხოვეს – საუბარია ლანჩხუთისა და თელავის გუნდების ბოლო თამაშზე, რომელშიც ლანჩხუთის გუნდი დამარცხდა.

ფეხბურთის ფედერაცია გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზად არის.

loading…
გააკეთე კომენტარი!