“მრუშობდა თავის სტუდენტებთან და მერე მღვდლებად აკურთხებდა” – მამა გიორგის ხმაურიანი განცხადება

მორიგი სკანდალი საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიაში – მამა გიორგი სხილაძე, რომელიც სასულიერო სემინარიის რექტორს, ამჟამად წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტს, სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, “კურიერთან” აცხადებს, რომ ზოსიმე შიოშვილი საკუთარ სტუდენტებთან ჯერ სექსუალურ კავშირს ამყარებდა შემდეგ, კი აკურთხებდა და ეკლესიაში მოძღვრებად უშვებდა, სადაც ისინი დღემდე მოღვაწეობენ.

“აი, ეს ეპისკოპოსი ასე მრუშობდა თავის სტუდენტებთან, შემდეგ მღვდლებად აკურთხებდა და უშვებდა ქართულ ეკლესიაში და დღეს მოძღვრებად გვევლინება ზოგიერთი მათგანი. რა ფაქტები უნდა სინოდს, არ იცის რა ხდება და როგორ ხდება? რომელი ერთი განკვეთეს? გაგიგიათ მრუში მღვდელი განეკვეთათ მრუშობისთვის? ერთადერთი პატრიარქი თუ გააკრიტიკე მაშინ განგკვეთავენ,” – აცხადებს მამა გიორგი სხილაძე.

საფრანგეთში მოღვაწე და საქართველოში დროებით ჩამოსული სასულიერო პირი ამტკიცებს, რომ 1988 წელს, მისი სტუდენტობის დროს რექტორმა ერთ-ერთ სტუდენტზე, კახა კალაძეზე ძალადობა სცადა, მომხდარი კი პირველი შემთხვევა არ იყო. სტუდენტმა მომხდარის შესახებ წერილი მაშინდელ მარგველ ეპისკოპოს ქრისტეფორე წამალაიძეს მისწერა, თუმცა უშედეგოდ. დაისაჯნენ მხოლოდ სტუდენტები – ისინი სასწავლებლიდან გარიცხეს. მამა გიორგი სხილაძე ამტკიცებს, რომ მეუფის ქმედებებზე ინფორმაცია ჰქონდა პატრიარქსაც. მომხდარის შემდეგ რექტორს თანამდებობა დაატოვებინეს, თუმცა მოგვიანებით ორჯერ დააწინაურეს.

მამა გიორგი სხილაძემ სოციალურ ქსელში მიტროპოლიტ ზოსიმეს მიერ თანამდებობიოდან წასვლის ხელწერილიც გაავრცელა. ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ წილკნისა და დუშეთის ეპარქიაში.

loading...

პოპულარული

"წითელი მანიკურები რატომ უსვია?" - რას ამბობს მრევლი ნარიმანის წითლად შეღებილ ფრჩხილებზე (ვიდეო)
ინგა სიორიძე გარდაიცვალა
„ოპოზიცია 55% vs ქართული ოცნება 39%... დანარჩენს გაიგებთ „მთავარზე“ – ნიკა გვარამია IPSOS-ის კვლევის შედეგებს აანონსებს
"რა დღე გამითენე ეს, რა გინდოდა რა, რატომ ვერ მოერიე ამ ბრძოლას..." - გიორგი მასხულია
დაწერე კომენტარი