მოწყვეტის სიღრმე დაახლოებით 10 მეტრია – სეისმოლოგების საგანგებო განცხადება

განცხადება

ვაშლიჯვარი ნუცუბიძის გზაზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სპეციალისტები საგანგებო განცხადებას აკეთებენ, როგორც ილიაუნის სეისმური მონიტორინგის ცენტრის სეისმოლოგები ამბობენ, ვითარება დამატებით კვლევებს საჭიროებს, პირველადი დათვალიერებით კი ჩანს, რომ საფრთხე რეალურია და მდგომარეობის გამწვავება ძლიერ ნალექს, ან სუსტ მიწისძვრასაც შეუძლია.

სპეციალისტები მთავარ მიზეზად არასწორად დაგეგმილ სამშენებლო სამუშაოებს ასახელებენ

მოწყვეტის სიღრმე არის დაახლოებით 10 მეტრი და ნახევარი მილიონი კუბი, რაც შესაძლოა მოწყდეს მაპროვოცირებელი მოვლენების შემთხვევაში და ეს მასა წამოვიდეს ქვევით – ამბობს თეა გოდოლაძე.

მისივე თქმით, გარეგანი დათვალიერებით რეალური სურათის დანახვა შეუძლებელია და არ არის გამორიცხული მოწყვეტის სიღრმე უფრო დიდ ტერიტორიაზეც ვრცელდებოდეს.

დაწერე კომენტარი