“მოწმეები სასამართლოს სიმართლეს არ ეუბნებიან”- ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეში ბრალდებულის ადვოკატი

ხორავას ქუჩის ტრაგედიაში ეჭვმიტანილი

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სასამართლოში ორი მოწმე იკითხება. ვინაიდან ორივე მათგანი არასრულწლოვანია სხდომა დღესაც მედიისთვის დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

ცნობილია, რომ მოწმეები პირველ დეკემბერს მომხდარ კონფლიქტში მონაწილეობდნენ.

ამ დროსითვის საქმეზე დაკითხულია კონფლიქტში მონაწილე ხუთი არასრულწლოვანი, ისინი ე.წ პირდაპირი მოწმეები არიან.

ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძე აღნიშნავს, რომ სწორედ არასრულწლოვნების ჩვენებებია მნიშვნელოვანი, თუმცა როგორც ისინი ამბობენ, გამოძიების ეტაპზე მიცემული და შემდგომ, სხდომაზე გაჟღერებული ჩვენებები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება.

მოწმეების მიერ ჩვენების შეცვლა პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ისინი სასამართლოს სიმართლეს არ ეუბნებიან, – თქვა კაკაბაძემ.

უფლებადამცველის ინფორმაცით, “ის განცხადებები, რომ ჩვენებები არ იცვლება, სრული სიცრუეა”.
“დღევანდელმა მოწმემაც გამოძიებაში მიცემული ჩვენება კატეგორიულად შეცვალა უმნიშვნელოვანეს მომენტებთან დაკავშირებით. საუბარია ისეთ მომენტებზე, როგორიცაა ჩხუბის დაწყება, მიმდინარეობა და ჩხუბის დასრულება. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, საქმეზე დაკითხულმა ყველა მოწმემ, ისევე, როგორც დღევანდელმა მოწმემ, გამოძიებაში მიცემული ჩვენება შეცვალა. ეს არ არის ჩვენების დაზუსტება, ეს არის ჩვენების შეცვლა, რაც პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ მოწმეები სასამართლოს სიმართლეს არ ეუბნებიან. ეს მიუთითებს იმაზე, რომ გამოძიება სწორად არ არის ნაწარმოები და შეგვიძლია ვთქვათ, რომ არასწორად გამოძიებული საქმე გადაიგზავნა სასამართლოში. ჩვენი აზრით არის გარკვეული პირების დაინტერესება ამ საქმეზე”, – განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.

ამასთან ცნობილია, რომ დაცვის მხარე რამდენიმე ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებას ელოდება.

„დავნიშნეთ საკმაოდ ბევრი ექსპერტიზა, იმისათვის, რომ საქმეზე უტყუარი ჭეშმარიტება დადგინდეს, ამისთვის ნივთიერი მტკიცებულებებია საჭირო, რაც ჩვენთვის ამ დრომდე არ გადმოუციათ“, – განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.

loading…

პოპულარული

"არ მინდა, ყელში ამოვიდა, მაწვალებენო..." - ყვარელში 25 წლის გოგოს მეოთხეა დღეა ეძებენ
ბერა ივანიშვილი დაინიშნა - ვინ არის ბიძინა ივანიშვილის რძალი?
"ყველას გთხოვთ გაავრცელოთ ეს ვიდეო"- მიხეილ სააკაშვილის საგანგებო ვიდეომიმართვა
მინდორში დატოვებულ სატვირთოში 157 ადამიანის ცხედარი აღმოჩნდა
დაწერე კომენტარი